რუსეთი ოლიმპიადიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მთავარმა კრებამ გაითვალისწინა სანქციების დეპარტამენტის რეკომენდაცია და რუსეთს 4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

სხდომა დღეს, 9 დეკემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ერთხმად იქნება მიღებული.

გარდა დიდ ტურნირებზე მონაწილეობისა, მომავალი 4 წლის განმავლობაში რუსეთი ვერცერთ დიდ ტურნირს ვერ უმასპინძლებს. პლუს, რუსი ჩინოვნიკები ვერ დაესწრებიან ოლიმპიურ თამაშებს და რუსული მხარე ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას გა
დაიხდის.

რაც შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს, ისინი დაშვებული იქნებიან სხვადასხვა თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, დროშისა და ჰიმნის გარეშე.

აღნიშნული მკაცრი გადაწყვეტილება მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოძიების შედეგებით იყო განპირობებული. გამოძებამ აჩვენა, რომ ლაბორატორიაში რუსი სპორტსმენების ანტიდოპინგური შემოწმების შედეგებს მალავდნენ და აყალბებდნენ.

რუსულ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომავალი 21 დღის განმავლობაში აქვს.


მკითხველის კომენტარები / 23 /
სად არიან ეხლა ის ურწმუნოები, რუსეთის უძლეველობის მითს რომ არიან აყოლილები და ამით უნებურად რუსეთის სასარგებლო განწყობას ქმნიან?:) დაისჯება რუსეთი ყველაფრისთვის, მთავარია ჩვენ არ ჩამოვუშვათ ხელები, და ჩვენი მხრივ ვუმტკიცოთ ყველას რაც ჩვენთან გააკეთეს. თუ ვიძახებთ რომ დიდია და მოგვერევა, სხვას (დასავლეთს) რა მოვთხოვოთ? რუსებო, ეგ ერთი და სხვა მრავალი!
valderrama
16:36 09-12-2019
5
აქ ბევრს არ ეჯერა რუსეთს რომ დასჯიდნენ და მისი უძლეველობის ეჯერათ. ეს დასაწყისია ამ მითების ნგრევის და არა მარტო მითებისა. პუტინი რომ ხუილოა ეს ყველამ იცის მსოფლიოში დიდი ხანია.
G.LA
17:18 09-12-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული