MMA-ს მებრძოლი კანიბალიზმთან ბრძოლამ გადაარჩინა [PHOTO]

AutoSharing Option
ჯასტინ რენი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში თავის წონის გამო ხშირად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი. ფსიქოლოგმა მას ღრმა დეპრესია დაუდგინა ყურადღების დეფიციტის ფონზე და მის მშობლებს ურჩია, ბავშვი ორთაბრძოლების სექციაზე შეეყვანათ.

პატარა ჯასტინი მალევე მოძლიერდა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. მისი სკოლელები ვეღარ ბედავდნენ მის დაჩაგვრას. მეტიც, ჯასტინმა ერთ დღეს ყველა მის ყოფილ მჩაგვრელს მადლობა გადაუხადა, რამდენადაც რენი მათ გახადეს ძლიერი.

Sportall.Ge

თავდაუზოგავი შრომით ჯასტინი ოლიმპიადაზე გასვლას და შეერთებული შტატების მოჭიდავეთა ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობდა, თუმცა ერთ-ერთ ვარჯიშზე ხელის ორმაგმა მოტეხილობამ მის კარიერას ცხიმიანი წერტილი დაუსვა.

ტკივილს მხოლოდ ოქსიდოკონი ამცირებდა, რომლის ერთი კვირის დოზას დეპრესიისკენ მიდრეკილი ჯასტინი ერთ დღეში იღებდა.

მოგვიანებით სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, როცა მან MMA-ში დაიწყო ასპარეზობა. დიდმა ჰონორარებმა და მუდმივმა დეპრესიებმა მებრძოლს ნარკოტიკული საშუალებებისკენ უბიძგა. მის ცხოვრებაში ეს ყველაზე უბედური პერიოდი იყო. ჯასტინმა ვარჯიშებს უკლო, გამარჯვებები წაგებებმა ჩაანაცვლა, ხოლო მისი ორგანიზმი მაქსიმუმამდე დასუსტდა.

ერთხელ, პოლიციის მორიგი დაკავების და გათავისუფლების შემდეგ, მან თავის მეგობარ მღვდელს მიაშურა. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ ჯასტინი უეცრად ხვდება, რომ მისი დანიშნულება სხვა ადამიანების დახმარებაა.

2012 წელს ის აფრიკაში გაემგზავრა და რამდენიმე ქვეყანა მოინახულა. ამავე წელს მან შეიტყო, რომ ზოგიერთი აფრიკული ტომი იშვიათ პიგმეებს ჭამს. მათი აზრით, თუ პიგმეს მებრძოლი შეჭამს, მას წარმატება ელოდება მომავალ ომებში. ამ მიზეზის გამო პიგმების ტომში სულ რაღაც 300 000 ადამიანი დარჩა.

Sportall.Ge

მებრძოლი სამშობლოში დაბრუნდა, მოაწერა ხელი Bellator-თან კონტრაქტს და აქტიურად დაიწყო ბრძოლების გამართვა. გამომუშავებული ჰონორარებით კი აფრიკაში პიგმებისთვის მიწას ყიდულობდა, თხრიდა ჭებს და ეხმარებოდა საჭირო მედიკამენტებით.

ფონდს "ბრძოლა დავიწყებულთათვის" ჰქვია და მას ნურმაგომედოვის ყოფილი მოწინააღმდეგე დასტინ პორიე და Bellator-ის ჩემპიონი კრის საიბორგი შეუერთდნენ.

ჯასტინის მისია აფრიკაში, პრაქტიკულად, დასრულებულია: მან პიგმების კეთილდღეობისთვის შეუძლებელი შეძლო.
"პიგმებისთვის 3000 აკრი მიწა ვიყიდეთ. მათ სჭირდებოდათ სუფთა წყლის რეზერვუარები, ნაყოფიერი მიწა და დაცული გარემო", - ამბობს ჯასტინი.
დღეს მებრძოლი ამერიკის ციხეების ხშირი ვიზიტორია, თუმცა, როგორც მოტივატორი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ცხიმიანი წერტილი" რანაირია? სიტყვა-სიტყვით თარგმნა სახიფათოა, ხალხო და არ შეიძლება :-)
გიორგიპირველი
16:55 03-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული