კვირას გამთენიას, UFC FIght Night 167 დაიწყება, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგება. ჩვენებური მერაბ დვალიშვილი ამერიკელ ქეისი კენის დაუპირისპირდება.
ამერიკელი მჩატე წონაში იბრძვის და ის რეიტინგის მე-15 ნომერია. ქეისი საკმაოდ ძლიერი სპორტსმენია, მას 12 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მათგან მხოლოდ ერთში დამარცხდა. ისიც მსაჯების გადაწყვეტილებით. სამი წლის წინ ადამ ანტოლინთან თანაბარ ბრძოლაში კენის სძლია.
ქეისი თავის უნივერსალურობით გამოირჩევა, ამავდროულად განსაკუთრებული გამძლეობით და ფიზიკური ძალით დაიკვეხნის.
რაც შეეხება დვალიშვილს, მან ბოლო ბრძოლა ოტავაში, ადგილობრივ ბრედ კანტონას წინააღმდეგ გამარჯვებით დაასრულა. მანამდე დვალიშვილმა
მოსკოვში ტეირონ ვეირი დაამარცხა და იქ აღმართა საქართველოს დროშა.
თუმცა ასპარეზობის დასაწყისში იყო ორი მარცხიც, რომლებშიც მთავარი როლი მსაჯებმა ითამაშეს. სადებიუტო ბრძოლაში ფრენკ საენცის წინააღმდეგ, მსაჯებმა ქართველს მარცხი ჩაუთვალეს, რაც ბრძოლიდან გამომდინარე საკმაოდ საკამათო იყო.
მეორე ბრძოლაში რიკი საიმონთან, დასკვნით რაუნდში მეტოქემ ქართველი შებოჭა, დვალიშვილმა ბევრი იბრძოლა გასათავისუფლებლად თუმცა მას ტექნიკური ნოკაუტი ჩაუთვალეს, შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და გილიოტინად ჩაითვალა. ამ ბრძოლას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველმა ბონუსის სახით 50 000 დოლარი გამოიმუშავა.
დღევანდელ დაპირისპირებაში რიო რანჩოში ფავორიტად ამერიკელი ითვლება, იმ შემთხვევაში თუ მას ქართველი დაამარცხებს, დვალიშვილი საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდება და იქ უკვე უძლიერეს სპორტსმენებთან დაპირისპირების საშუალებაც მიეცემა.