გიჟური იტალია: მწვრთნელმა შეცვლილ ფეხბურთელს დაარტყა და წითელი ბარათი მიიღო - 16 თებერვლის დაიჯესტი [VIDEO]

AutoSharing Option
1. "საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა.

2. გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა.

3. ზედიზედ მესამე გამარჯვება UFC-ში - მერაბ დვალიშვილმა ამერიკელს მაგრად სცემა.

4. ევროპის ჩემპიონატზე ბექა ლომთაძემ ვერცხლის, ხოლო ავთანდილ კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

5. ოქრიაშვილი დაბრუნდა, ლორიამ გუნდი გადაარჩინა - "ანორთოსისმა" გაიმარჯვა.

6. "იყო რისკი, რომ..." - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საბურთალოდან" გია ცეცაძის გაშვების მიზეზი ახსნა.

7. ბათუმის "დინამო" "დნიპროსთან" დამარცხდა.

8. "რეალს" მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსფორვარდმა გაუტანა - მადრიდელებმა "სელტას" ვერ მოუგეს.

9. "ლაციომ" "ინტერს"
თამაში შემოუტრიალა და "იუვენტუსს" ქულითღა ჩამორჩება.

10. დავითაშვილმა და კვარაცხელიამ "სლავიას" გაუტანეს, ხვიჩამ ჯარიმა ლამაზად შეასრულა.

11. საოცარი ამბავი: შესაძლოა, "სიტის" ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც ჩამოართვან და ამ კლუბს გადასცენ...

12. განახლებული "ტორპედო" პირველ საკონტროლო მატჩში დამარცხდა.

13. გეგა დიასამიძე: ბელარუსები ამბობენ, საქართველოს ნაკრებს გოლს გავუტანთ და მერე დაცვაში ჩავჯდებითო.

14. სერია D-ს კლუბ "გროსეტოს" მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამისკენ მიმავალ შეცვლილ ფეხბურთელს დაარტყა და მსაჯისაგან წითელი ბარათი მიიღო. "მონტეროსისთან" გამართული მატჩის 75-ე წუთზე "გროსეტოს" მთავარმა მწვრთნელმა მაგრინიმ ნახევარმცველი კრეტელუ შეცვალა. ამ უკანასკნელმა მოედნის დატოვების გამო უკმაყოფილება გამოხატა და მწვრთნელმა საპასუხოდ დაარტყა. ცოტა ხანში კი ამ საქციელის გამო მაგრინის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. თამაში "გროსეტოს" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც რომ სად ჩვენ და სად იტალია. მე-4 ლიგაა და კარს უკან ტრიბუნა სავსეა! ნეტა ამდენი ხალხი თბილისში საჩემპიონო მატჩზე დადიოდეს.:((((((
alexandre
10:39 17-02-2020
2

სიახლეები პოპულარული