"მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა" [PHOTO]

AutoSharing Option
16 თებერვალს UFC FIght Night 167 გაიმართა, სადაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ორთაბრძოლა შედგა. ჩვენებურმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი ქეისი კენი დაამარცხა და საუკეთესო თხუთმეტეულში შევიდა.

სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილის ძმამ, მიხეილ დვალიშვილმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. გთავაზობთ უცვლელად:

"მინდა მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი, რომ ის კიდევ ბევრჯერ უფრო დიდი მასშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ,
რასაც ყველანი ვხედავთ. მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა, არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით... მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება, რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ახლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება... მჯერა, ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას...! "

Sportall.Ge


Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge


Sportall.Ge

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 11 /
რათქმაუნდა ყველა ქართველს ვგულშემატკივრობ, თუმცა ამ ბიჭს აწი გაათმაგებული სიყვარულით ვუქომაგებ !!!
ბევრი წარმატება და ტიტული სამაგალითო ადამიანო!
გიორგი
13:13 18-02-2020
0
რა თქმა უნდა წარმატებებს ვუსურვებ.....ეს ამერიკააა (და არა ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ქვეყანა....მათშორის ....) სადაც შენი დაუზარელი და თავდაუზოგავი შრომით შენი მიზნების განხორციელება შეგიძლია....მე ეს იმ ადამიანებისათვის ვისაც მკაფიოდ აქვს მიზანი დასახული ბუნებრივად მიმაჩნია....მთავარია არ უნდა დანებდე პირველივე წარუმატებლობისას.....აპა ჩემმა შვილმა თავისით მოიფიქრა ჯობია ფეხბურთს შევეშვა თორე დავრჩები ჰაერშიო და რაიმე პროფესიის დასაუფლებლად მაინც ვისწავლიო...6 წლიდან დადიო და ფეხბურთში 14 წლის იყო რომ მითხრა უნდა დავანებო თავი ფეხბურთსო...აპა ყოფილიყო რომელიმე სხვა ქვეყანაში უთუოდ გამოუვიდოდა რაიმე...
ქუთაისელი
12:18 18-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული