სხვა

სხვადასხვა

ლუკა ზარანდია კარიერას... ყაზახეთში გააგრძელებს - 18 თებერვლის დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანმა პსჟ-ს მოუგო, "ატლეტიკომ" - "ლივერპულს".

2. კვირკველიამ "ლოკომოტივის" სასტარტოში საბოლოოდ დაიბრუნა ადგილი.

3. "ბარსელონა" სკანდალის პირას: პრეზიდენტი "ბოტებს" მესის წინააღმდეგ იყენებდა, ლაპორტა ყველას გადადგომას ითხოვს.

4. საქართველოს რაგბის კავშირმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა.

5. დანაკლისი ბელარუსის ნაკრებში - ჩვენს მეტოქეს კაპიტანი, მეკარე და შემტევი გამოაკლდა.

6. თურქმა ფორვარდმა 4 წუთში ორი პენალტი გააფუჭა და მწვრთნელი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა.

7. საქართველოს ელჩი "ანკარაგიუჯიუს" ესტუმრა და ლობჟანიძე მოინახულა.

8. milliyet: ლობჟანიძე "ფენერბახჩესთან" გამარჯვების ერთ-ერთი არქიტექტორი იყო.

9. რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ჩვენი გასახდელი მორგს ჰგავდა.

10. "დილამ" ისევ არ გაუშვა გოლი, თუმცა ისევ ვერ გაიტანა.

11. რენიერი მადრიდის "რეალში" პრეზენტაციაზე ატირდა.

12. კლოპი: მაგათთვის 1:0-იც საკმარისი იყო - ჩამოვლენ "ენფილდზე".

13. სპორტული გაზეთი "ლელოს" ინფორმაციით, "ზულტე ვარეგემის" 24 წლის შემტევი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს და კოსტანაის "ტობოლში" 4-თვიანი იჯარით ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად ითვლება, "არკაში" დაბრუნებასთან ახლოს იყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, დიდი ალბათობით, ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის თანაგუნდელი გახდება.