საქართველოს რაგბის კავშირმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღის მისალოცი ტექსტი.

"საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს", - წერია განცხადებაში.

აღნიშნულმა პოსტმა საწინააღმდეგო რეაქციები გამოიწვია. "ფეისბუქმომხმარებელთა" ნაწილი იზიარებს მილოცვის ტექსტს, ნაწილს კი არ მოსწონს და წაშლასაც კი ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც რა არ უნდა თქვას, არა აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება გაქვთ ბიძინას მიმართ, ერთი ცხადია: ის რომ არა, ქართული რაგბი ინებოდა იმ დონეზე, რა დონეზეც იყო 2003-2007 წლებში. კითხეთ ვინც იცის იმათ, იმათ, ვინც არ იცით! სტადიონებს ჩუქნის კავშირს და ეხვეწებიან არ გვაჩუქოო. რითი შევინახოთო?! დენს ვერ გადავიხდითო. უმადურობა ყველაზე დიდი სენია ჩვენი, უზრდელობასა და ღვარძლთან ერთად
umaduroba texavs
23:35 19-02-2020
4
26 თებერვალიც მიულოცონ
მთ
10:31 19-02-2020
10

სიახლეები პოპულარული