მოიგე ბილეთები ზაფხულის მთავარ სპორტულ მოვლენებზე დასასწრებად

AutoSharing Option
ზაფხული ყოველთვის დატვირთულია სპორტული ღონისძიებებით. ეს ის პერიოდია, როდესაც სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან და ეკრანების წინ იკავებენ ადგილს. უფრო უმართლებთ მათ, ვისაც ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი აქვს და პირდაპირ უყურებს საყვარელ გუნდებსა თუ სპორტსმენებს.

2020 წლის ზაფხული სპორტის მოყვარულებისთვის ნამდვილად სასიამოვნოდ დატვირთულია. გთავაზობთ 4 მთავარ სპორტულ მოვლენას, რომლებიც ზაფხულში გელოდებათ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ, მით უმეტეს, რომ გეძლევათ შანსი, რომელიმე მათგანზე დასასწრები ბილეთი მოიგოთ.
Euro 2020

Sportall.Ge

ეს არის მსოფლიო დონის სპორტული მოვლენა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება
- უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. ტურნირში მოსახვედრად ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპს გადიან, ფინალურ ეტაპზე კი 16 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიაა. ვნახოთ, წელს ვინ მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

იმისათვის, რომ ფეხბურთის ნამდვილმა ქომაგებმა წლის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება შეძლონ, "სოკარი" გათამაშებას აწყობს. 1-ლი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, გამოვლინდებიან "ნანო ევრო რეგულარისა" და ბუნებრივი აირის ყველაზე აქტიური მომხმარებლები, რომლებიც ევრო 2020-ის მეოთხედფინალის 2 ბილეთს მიიღებენ. სულ 8 გამარჯვებული გამოვლინდება და სრულიად შესაძლებელია, ერთ-ერთი სწორედ თქვენ იყოთ. კონკურსის მთავარი პირობაა, რომ განახლებული ენერჯი ბარათის მომხმარებელი იყოთ.

2020 წლის ოლიმპიური თამაშები

Sportall.Ge
ზაფხულის რიგით XXXII ოლიმპიურ თამაშებს წელს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო მასპინძლობს. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენა 24 ივლისს აიღებს სტარტს და 9 აგვისტოს დასრულდება.

იაპონია ოლიმპიურ თამაშებს მეორედ მასპინძლობს და განსაკუთრებულად ემზადება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სტადიონებზე თამაშების წლევანდელი სიმბოლოს (MIRAITOWA) ფორმის რობოტები დახვდებიან.

Formula 1-ის ბაქოს გრან პრი
Sportall.Ge
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მარტში აიღებს სტარტს და ნოემბერში დასრულდება. ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული რბოლები კი სწორედ ზაფხულში - 5, 6 და 7 ივნისს ბაქოში გველოდება.

"სოკარი" აქაც გამოავლენს 8 გამარჯვებულს, რომლებსაც ბაქოში ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის სამივე დღეზე დასასწრებ საგზურებს გადასცემს. საგზურში შედის ბილეთები, სასტუმრო, ფორმულა 1-ის რბოლაზე დასასწრები ბილეთი (სამივე დღის) და სასტუმროდან ავტოდრომამდე ტრანსფერი. ამისათვის საჭიროა, ფლობდეთ განახლებულ ენერჯი ბარათს და იყოთ "ნანო ევრო პრემიუმის" ან "ნანო ევრო დიზელის" ტიპის საწვავის აქტიური მომხმარებელი.

უიმბლდონის ტურნირი

Sportall.Ge
უიმბლდონის ტურნირი 1877 წლიდან ყოველწლიურად იმართება ლონდონში და ჩოგბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად მიიჩნევა. იგი წელს 29 ივნისს დაიწყება და 12 ივლისამდე გაგრძელდება.

უიმბლდონი დიდი სლემის ტურნირებიდან ერთადერთია, რომელიც ბალახის საფარის კორტებზე ტარდება. ისტორიულ ტურნირზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ დასასწრები ბილეთები საკმაოდ ძვირია და წელს 6 ათას დოლარს აჭარბებს.

როგორც ვნახეთ, სპორტის მოყვარულებს მრავალფეროვანი და დაძაბული ზაფხული გველოდება. ისღა დაგვრჩენია, საყვარელი გუნდებისა და სპორტსმენების თამაშების თარიღები კალენდარში მოვინიშნოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული