აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ლიგების ხელმძღვანელებთან სატელეფონო კონფერენციის ფარგლებში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული შეჯიბრებების განახლებაზე ისაუბრა.
"მე თითქმის ყველა ლიგის კომისარსა და ხელმძღვანელს ვესაუბრე. ისინი სპორტის დიადი ლიდერები არიან და მათ დაბრუნება სურთ. იმათ თამაში უნდა განაახლონ.
თუმცა, ეს არ შეუძლიათ. მათი სპორტი შეჩერებისთვის არ შექმნილა, ამერიკელი ხალხის კონცეფცია არაა შეჩერებაზე ორიენტირებული. ჩვენ დაბრუნებას ვაპირებთ და ამის გაკეთება უახლოეს მომავალში გვინდა - ძალიან მალე.
ზუსტი რიცხვის დასახელება არ შემიძლია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება.
მინდა, რომ გულშემატკივრები არენებს დაუბრუნდნენ.
ფანებსაც სურს დაბრუნება. მათ კალათბურთის, ბეისბოლის, ფეხბურთისა და ჰოკეის ხილვა უნდათ. სურვილი აქვთ სპორტის საკუთარი სახეობიდან სიამოვნება მიიღონ. ადამიანებს გოლფის მოედნებზე გამოსვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა უნდათ,"- განაცხადა ტრამპმა.
მომზადებულია MMAJunkie-ის მიხედვით