გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეში ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ფიგურირებს

AutoSharing Option
ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მწვრთნე­ლი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ჭა­ბუ­კებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი, ნა­რეკ­ვავ­ში გა­მარ­თულ იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც წა­მოს­ვლის შემ­დეგ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გიორგი ათაბეგაშვილი ამ­ბობს, რომ ტა­ტი­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და 18 ივ­ნისს გა­მარ­თულ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა ჩხუ­ბის ინ­ცი­დენ­ტში, მას ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­აშ­ვი­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთი ვერ­სი­ით, ის იყო ნა­რეკ­ვავ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე და თა­ვად და­უ­რე­კა "ნა­ხა­ლოვ­კელ" უბ­ნე­ლებს, რომ მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სუ­ლიყ­ვნენ;
მე­ო­რე ვერ­სი­ით კი ის წვე­უ­ლე­ბა­ზე არ ყო­ფი­ლა, და­უ­რე­კეს და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და მცხე­თა­ში, რომ­ლე­ბიც "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

"და­ვე­ლო­დე­ბით შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, ექ­სპერ­ტი­ზას და გა­მო­ძი­ე­ბა იტყვის ობი­ექ­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ის ვიცი უბ­რა­ლოდ, რომ ვე­სა­უბ­რე მის პი­რად მწვრთნელს და გიგა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით იმ­ყო­ფე­ბო­და იქ. ამ ეტაპ­ზე სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. მწვრთნელ­მა მი­თხრა, რომ შე­ნიშ­ვნა­საც არ ვაძ­ლევ­დი, ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი­აო" - ამ­ბობს "კუ­რი­ერ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ათა­ბე­გაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტი­აშ­ვი­ლის პი­რად მწვრთნელს, ლე­ვან ნო­ზა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ძი­უ­დო­ის­ტი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და: "ვიცი, რომ კლა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღე ყო­ფი­ლა. ვინ რო­მელ მან­ქა­ნა­ში იჯდა და ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვიცი" - გა­ნუ­ცხა­და ნო­ზა­ძემ "კუ­რი­ერს".

18 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე არაგ­ვში იპო­ვეს. 19 წლის სპორ­ტსმე­ნი დღეს დაკ­რძა­ლეს.

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
90% კუნთმაგარი და გონებაჩლუნგია მოჭიდაავების!!! 2 რაგბისტი და მოჭიდავე და კიდე რკინები ხელში? ამათი კაცობა ... და შეგნება .... მე!!!
Musenbezi
25 ივნისი 2020 17:35
2
აზრზე ხართ? რა ნაძირლები არიან, რომ ხედავდნენ, ისმენდნენ ყოველდღიურად, ძებნის შესახებ პირველივე დღიდან. არცერთს არ ეყო ვაჟკაცობა ამდგარიყო და მისულიყო ეთქვათ ან ოჯახისათვის ან პოლიციისთვის სასარგებლო ინფორმაცია. დიდი ალბათობით შემოაკვდათ ან მოკლეს და გადააგდეს, კვალის დასაფარად და სავარაუდოდ იმიტომ იყო ყველა ჩუმად.
Goga
25 ივნისი 2020 17:41
1
უმკაცრესი სასჯელი, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე!!!
vax
25 ივნისი 2020 16:52
0
50 კაციდან არცერთი არ აძლევს ნორმალურ ჩვენებას, არ იზიარებენ ოჯახის ტრაგედიას.
ქართველი
25 ივნისი 2020 17:04
0
1. დიდი თავშეყრები აკრძალულია - აქ დაირღვა კანონი. 2. ჩხუბის დროს ამიტომ არ დარეკეს პოლიციაში. 3.საქმეში სადაც 40 ამდე მოწმეა და პოლიცია მაინც ვერაფერს აკეთებს - ჩვენი სახელმწიფო დავრდომილია და შველა უნდა!
კორო
25 ივნისი 2020 20:34
5
მაგ შემთხვევაში ბინის მეპატრონის პასუხისმგებლობაც იკვეთება, რატომ არ მოახდინა რეაგირება როდესაც რაოდენობა სტუმრების იყო დაშვებუზე მეტი. გამოდის ფულის და ერთი დღის ქირის გამო გაჩუმდა, თანაც ურცხვად იტყუება, ვითომ სახლში არაფერი მომხდარა. აშკარაა სახლში დაიწყო და დარეკვააც მოასწრეს, თბილისიდან დამხმარე ძალის ჩამოყვანა. :@
goga
25 ივნისი 2020 20:51
2
ახალგაზრდებმა უნდა ააშენონ მომავალი ქვეყანაო,ვინ ამათმა უნდა ააშენონ.ააშენონ კი არა რაც გაკეთებულია იმასაც დაანგრევენ.ესენი არიან ველურები,არაკაცები.
ტოტო
25 ივნისი 2020 20:03
0
რატომ ავრცელებთ ასეთ ფეიკებს ჟურნალისტები, მასალა გამოგელიათ???? იქნებ კეთილი ინებოთ და დაელოდოთ გამოძიების დასრულებას, მიბაძოთ დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრებს???? მერე, როდესაც დამნაშავე დადგინდება, რომელიმე თქვენგანი ბოდიშს მოუხდის ტატიაშვილს????
პ.ს. იმ ბრბოს, კი რომელიც სპორტსმენებს გონებაჩლუნგებად და არაკაცებად მოიხსენიებს, გეტყვით, თქვენი კლავიატურის ,,ვაჟკაცობა"" არ დაგეკარგოთ სადმე ბიჭოოოო......
კაკო
25 ივნისი 2020 21:18
41
და რას იზამ ამ ხალხს ვინც ეგრე ვფიქრობთ, დრინებით გამოგვეკიდები? ჩვენც არაგვში გადაგვყრი? ახლა ვერ ხდები, რომ ამ პოსტით კიდევ უფრო სარწმუნოს ხდი მაგ სტერეოტიპს?
nika
25 ივნისი 2020 22:27
1
ისინი ხო გყავს რკინიანი ვაჟკაცები 10-3 ის წინააღმდეგ.
gabo
25 ივნისი 2020 22:08
0
ყველა გამოხმაურება
სამუდამო პატიმრობა ყველას მშობლებიანად თუ იცოდნენ
ika
26 ივნისი 2020 15:07
2
მქნელმა ერთი ცოდვა ქნა და დამბრალებელმა ათასიო.ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის,ის უნდა დაისაჯოს კიდეც,მაგრამ ასე კარგისა და ავის ერთიანად ლანძღვაც რომ არ შეიძლება,ამასაც ხომ უნდა მივხვდეთ?ესენი,სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭები არიან და ზოგიერთი თუ მართლაც დამნაშავეა,ზოგიც ხომ უდანაშაულო იქნება.ისინი რამხელა და ფსიქოლოგიურ დარტყმას მიიღებენ,ეგეც ხომ უნდა ვიფიქროთ?"ჯვარს აცვით ეგე",არ გახსენდებათ?თვითონ ოჯახი იკავებს თავს,ვინმესათვის ბრალის დადებაზე,სანამ ყველაფერი გაირკვევა და იქნებ ჩვენც პატივი ვცეთ?გიორგი დავკარგეთ და სხვა,რომელიმე უდანაშაულო ახალგაზრდის სულსაც ნუ გავანადგურებთ,ჩვენი რისხვით.ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა მოეთხოვოს,მაგრამ მხოლოდ დამნაშავეს და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვაქცევთ.
სოსო
26 ივნისი 2020 17:57
5
ძალიან არაობიექტური გვერდია. რატომ არ უშვებთ და ბლოკავთ კომენტარებს. გამოდით გვირაბიდან. თქვენ თვითონ აკეთებთ მიკერძოებას და სხვას უკითხავთ მორალს!
ქომაგი
25 ივნისი 2020 21:54
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული