პანდემიის ფონზე მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი გაფორმდა

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის კლუბ "კანზას სიტი ჩიფსის" ქუორთერბექმა პატრიკ მაჰოუნსმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული დოკუმენტი გახდა.

შეთანხმების მიხედვით, 24 წლის მოთამაშე კლუბში 10 წლის განმავლობაში დარჩება, ხელშეკრულება ძალაში 2022 წელს შევა და სპორტსმენი ჯამში 503 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჯერჯერობით კი რეკორდი "ლოს ანჯელეს ენჯელსის" ბეისბოლისტ მაიკ თრაუთს ეკუთვნის, რომელმაც 2019 წელს 430 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი 12 წლის ვადით გააფორმა.

2020 წელს მაჰოუნსი ამერიკული ფეხბურთის ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქუორთერბექი გახდა, რომელმაც სუპერბოულისთვის გამართულ მატჩში
MVP-ის სტატუსი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცუდად არ გამიგოთ, მართლა მინდა ვლადიმერ პუტინთან მქონდეს ნათესავური კავშირი. ტყუილად ვარ მოსკოვში, ისე კი მეტ რამეს შევძლებდი და იქნებ დამეხსნა კიდეც საქართველო.
odalai
15:31 08-07-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული