საბჭოთა პარადოქსით - "ოქროს ბურთის" 4 ყველაზე უცნაური მფლობელი

AutoSharing Option
1956 წელს ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" დააწესა პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემოდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. ძნელია თქმა, რომ გამარჯვებულების უმრავლესობა ამ წოდებას არ იმსახურებდა, თუმცა "ოქროს" ბურთის" მფლობელთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც არც ისე დიდი ფეხბურთელები იყვნენ.

ომარ სივორი - 1961 წელი

Sportall.Ge

არგენტინული წარმოშობის იტალიელმა ორივე ქვეყნის ნაკრებში თამაში მოასწრო (მაშინ ეს დაშვებული იყო). ომარს ეკუთვნის რეკორდი, რომლის დამხობაც ჯერ ვერავინ მოახერხა - 1960 წელს, ერთ-ერთ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ინტერი", რომლის წინააღმდეგაც სივორიმ თავი გამოიჩინა, ფედერაციასთან
არსებული კონფლიქტის გამო ახალგაზრდული გუნდით თამაშობდა.

მომდევნო სეზონში, როცა "ოქროს ბურთი" გადასცეს, ფეხბურთელს მართლაც ძალიან ბევრი გაჰქონდა. თუმცა მისი "იუვენტუსი" ჩემპიონთა თასის პირველივე რაუნდში გამოაგდო ბულგარულმა ცსკა-მ და საერთოდაც, სივორის მიღწევათა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ დონეზე ჰქონდა და არა ევროპის მასშტაბით. თან, იმ წელს "ოქროს ბურთს" საკმაოდ ბევრი პრეტენდენტი ჰყავდა - ფერენც პუშკაში, შანდორ კოშიჩი, ლადისლაო კუბალა, ლუის სუარესი, ჟოზე აგუაში, მარიუ კოლუნა (სხვათა შორის, ამ ორმა უკანასკნელმა იმავე წელს "ბენფიკას" ჩემპიონთა თასი მოაგებინა).


ალან სიმონსენი - 1977 წელი

Sportall.Ge

დანიელი ფორვარდის კარიერაში საუკეთესო პერიოდი 1970-იანი წლების მეორე ნახევარი გახლდათ, როცა ის მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" თამაშობდა. ეჭვგარეშეა, სიმონსენი გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, როცა მისმა კლუბმა უეფას თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. კიდევ ერთი ფაქტი, დანიელ ფორვარდს უნიკალური მიღწევა აქვს ნაჩვენები - ალანმა ყველა ევროპული შეჯიბრების ფინალში გაიტანა გოლი.

ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ 1977 წელს იყო, როცა მისი "ბორუსია" ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა და იქ "ლივერპულთან" დამარცხდა - 1:3. სიმონსენი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა იმ წელს "ოქროს ბურთს" კევინ კიგანი (რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაასახელეს საუკეთესოდ) უფრო იმსახურებდა, ვისი წყალობითაც "ლივერპულმა" მთავარი ევროპული თასი მოიგო.


იგორ ბელანოვი - 1986 წელი

Sportall.Ge

ბელანოვი საბჭოთა კავშირის ისტორიაში იმ 3 ფეხბურთელიდან (ლევ იაშინი და ოლეგ ბლოხინი) ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო მოუგია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპული საინფორმაციო საშუალებების თანამშრომლები კიევის "დინამოს" ფორვარდის იმავე წელს მსოფლიო თასზე გამოსვლამ გააკვირვა, როცა 1/8-ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა ბელგიის ნაკრებთან და შეჯიბრებაზე რამდენიმე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუხედავად ამისა, სსრკ-ის ნაკრები ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაინც ვერ გავიდა. პარადოქსი კი ის გახლდათ, რომ სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელი არა ბელანოვი, არამედ ალეკსანდ ზავაროვი გახდა.

ამასთანავე, იმავე წელს რამდენიმე ფეხბურთელი იყო, რომელიც უფრო მეტად იმსახურებდა "ოქროს ბურთს" - გარი ლინეკერი, ჰერალდ შუმახერი და ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონი დიეგო მარადონა, რომელიც იტალიური "ნაპოლის" რიგებში თამაშობდა.


ჟორჟ ვეა - 1995 წელი

Sportall.Ge

დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1986 წელს დიეგო მარადონა "ოქროს ბურთს" მაინც ვერ მოიგებდა, რადგან იმ პერიოდისთვის ეს პრიზი მხოლოდ ევროპული ქვეყნის მოქალაქეებს შორის თამაშდებოდა. ეს წესი 1995 წელს შეიცვალა და "ოქროს ბურთი" მაშინვე გადასცეს აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელს (აფრიკელებიდან მას შემდეგ არც არავის მიუღია ეს პრიზი), ლიბერიელ ფორვარდ ჟორჟ ვეას.

ლიბერიის ამჟამინდელი პრეზიდენტი (2018 წელს აირჩიეს) მაშინ პსჟ-დან "მილანში" გადავიდა და იმ სეზონში აფრიკის, ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ცხადია, ამ ყველაფერზე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობამ იმოქმედა, არადა, პსჟ შეჯიბრების ნახევარფინალში სწორედ "მილანთან" დამარცხდა. ამის ფონზე კი, ამსტერდამის "აიაქსის" რიგებში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი, იარი ლიტმანენი, ძმები დე ბურები იყვნენ.

მომზადებულია METRO-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 30 /
რა ვეა.ყველაზე სამარცხვინო გამარჯვებულია ოქროს ბურთის ისტორიაში.აიაქსს რომ თავი დაანებო მაგ წელს კლინსმანი ბრწყინავდა და მალდინი.
master
09:14 26-01-2023
0
ვეას რას ერჩით, ასეთ უაზრობას რატომ წერთ?
მირიან
16:31 21-01-2023
2

სიახლეები პოპულარული