ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც

AutoSharing Option
გუშინ, 10 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც სამი საკითხი განიხილეს.

აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს მოწვეულ იქნეს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესია. ამავე სხდომაზე დაამტკიცეს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის გათვალისწინებით, სეოკ-ის სესიის მომზადების და ჩატარების დროს მაქსიმალური სიზუსტით იქნება დაცული შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები და რჩევები.

სეოკ-ში გამართულ დღევანდელ სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს და სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს სეოკ-ის მოქმედ პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს 2020 წლის შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციების შესახებ. აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, პანდემიის პირობებში საერთაშორისო სპორტული და ოლიმპიური კალენდრით გათვალისწინებული შეჯიბრებების დიდი ნაწილის გაუქმების გამო, 2020 წლის სპორტული შედეგების მიხედვით, სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა მიზანშეუწონლად ჩაითვალა.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მაფიოზა ხო ვერ მოვისჰორეტ რა
bajo
12:33 12-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული