ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან

AutoSharing Option
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენია - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია.
პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 41 /
ქართულ პოლიტიკაში მოდის სპორტსმენი რომელსაც ჩვენი ნაკრების კაპიტნის ცსკაში გადასვლა ახარებს , ხომ წარმოგიდგენიათ ამას როგორ გაახარებს აფხაზეთ სამაჩაბლოში ათასობით რუსი არმიელი !!!!

რუსეთუმეების და მედროვეების აღლუმია ბოლო 29 წელია , სამწუხაროდ.
P.S. საქართველო მაინც მოინელებს მსგავს ქვეყნის მოღალატეებს , იმუნიტეტი აქვს ჩვენს ქვეყანას და ერს !!!!
მიხაელ
11 სექტემბერი 2020 00:08
31
ცოტა მეტი ყოფილა 20%-ზე საღად მოაზროვნე, ეს იმედს მისახავს, რო რასაც აქ ვკითხულობ მარაზმს მთლად ამდენი ტვინგაყინული არაა ქვეყანაში. ისე მეტი საქმე არ გაქვთ და ვინც რამეს აკეთებს იმათი შეგშურდეთ და აფრქვიეთ ღვარძლი , სხვა ხო არაფერი გეხერხებათ!(( ისე ცნობისთვის ჩემთვის პირველი საქართველოს მტრები ნაცები და მისი ასკოლკები არიან, ხოლო ოცნება პროკომუნისტური მოდელის გადმონაშთი! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!! ;)
iolasha
12 სექტემბერი 2020 01:51
4
გეტყობა მთავარით, პირველით და ფორმულით ხარ გაჭყეპილი, ისევე როგორც მეორე მხარე იმედით... ისე პროსახელისუფლო მგონი 1 თუ 2 არხია და ოპოზიციური 37... ვაი ჩვენი ქვეყყნის ბრალი რომ თქვენნაირი ტვინგამორეცხილებია 80%, ორივე მხარეს ვგულისხმობ!!! ვიკა სანიკიძე , ისე ცნობისთვის კაცია კაცური, ისევე როგორც თოკო !!! გავარტყი რუსებს !!! :)
iolasha
11 სექტემბერი 2020 02:01
51
ვინც პარლამენტში შეძვრა, უმრალესობა გაფრჩაკდა, თორემ კარგი საქმის კეთება ყველგან შეიძლება. ისე მაინტერესებს: კაჭარავას კიდევ ორი წელი რომ ეთამაშა და რა ხელფასსაც ამ ორ წელიწადში, ის უფრო მეტია, თუ რასაც პარლამენტში ხუთი წლის მანძილზე ხელფასად აიღებს? აი, აქ სჩანს, საქმის საკეთელად მოდის, თუ მაყუთის საშოვნელად.
აუ ჩემი
11 სექტემბერი 2020 00:07
5
ა კიდევ პლიუს ორი გაპოლიტიკოსებული გაუნათლებელი სპორტსმენების სიას...როდოსმე თუ დამთავრდება ეს სირცხვილი???თან რა მაგრად უხაროდა კაჭის:))))))))პირი ვერ დახურა:)))))ვიქტორა "დასტოინი" პოლიტიკოსივით იდგა:))))))აუუ რა მაგრად ტეხავს ბიჭებო თქვენ აზრზე არ ხართ როგორ გულს გვწყვეტთ...
პაატა
10 სექტემბერი 2020 23:36
13
მე გეტყვი რატომაა სირცხვილი. ასანიძე, ზვიადაური, აბუსერიძე, ხაბარელი, გუცაევი...ამათი საღი აზრი და გაკეთებული საქმე გახსოვს რაიმე? ხალხისაგან ლანძღვა კი უამრავი. კაჭარავა რომელი პოლიტიკოსი მყავს, ან სანიკიძე, ძმაკაცურად გამოუნახეს ადგილი, თან ოცეულში, ნაპოტიზმის ნათელი მაგალითი.
ექსპერტს
11 სექტემბერი 2020 11:30
2
შეგიძლია დაასაბუთო სირცხვილი რატომ არის?
ექსპერტი
11 სექტემბერი 2020 08:41
12
როდესაც სპორტსმენი პოლიტიკაში მიდის, უკვე განწირულია ამ სფეროში წარმატებისათვის, რისი არაერთი მაგალითიც ვნახეთ. მითუმეტეს ეს ადამიანები არ მემეტებიან ამ სიბინძურისათვის, რამდენადაც დღეს წარმატებული პოლიტიკოსის ცნება ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია
????
10 სექტემბერი 2020 23:13
9
მე პოლიტიკაში კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ ადამიანებში კი. ეხლა ვინც ამ სპორტსმენებს სიყვარულს ვინც ეფიცებოდა და მადლობებს უხდიდა, ისინი მოღალატეებად გამოაცხადებენ, რადგან პოლიტიკური შეხედულებები არ ემთხვევა იმათსას. გამოცხადდება, რომ თურმე შეფარული სამშობლოს მოღალატეები და უცხო ქვეყნის აგენტები ყოფილან. პოლიტიკაში კი იმიტომ მოდიან, რა თქმა უნდა, რომ საქართველო საბოლოოდ დაანგრიონ. აბა ადმინ (თუ მოდერ) ეს მაინც გაუშვი და დაამტკიცე, რომ ზოგჯერ მაინც არ ხარ ტენდენციური.
SL
10 სექტემბერი 2020 23:04
41
ხო არ გძმარავთ? არ იცით რომ ეგ თქვენი პირადი აზრებია? რომელიც თქვენიც კი არ არის! იმიტომ რომ ჩამოყალიბებულია ჭორაობის, პროპაგანდის და ტელევიზიდან ზომბირების შედეგად. ანალიტიკურად გიაზროვნიათ რეალურად? აი კაცურად? ტელევიზორის გარეშე. ვინმეს შავი ფულის ჭამაზე რამე რეალური რო იყოს, რამეს შეარჩენდნენ? დღედაღამე მაგ სათაურებით და სიუჟეტებით იქნებოდა ტვინი წაღებული ტელევიზორში. თუ ვინმეს რამე ფაქტი აქვს რატო არ დებს? შეკრულია? არა იმიტომ რომ არ არსებობს ალბათ. რაც შეეხება 8 ერს - გეთანხმებით, კაჭი ძალიან დაგვაკლდება. მაგრამ ეს კაცი ასე თვლის საჭიროდ, და კი არ უნდა ვლანძღოთ, პატივი ვცეთ და მადლობა მოუხადოთ. ბევრჯერ მოუხადოთ, იმიტომ რომ საქართველოს სიყვარულის გარეშე ამდენს ვერ გააკეთებდა. და ის ისევ ის კაცია.
პ.ს. სათქვენოდ რო ვთქვა: არც მე ვეთანხმები კაჭის, თორნიკეს გადასვლას რო ამართლებს, ძაან არ ვეთანხმები, მარა მაგას ვერ გადავაყოლებ ყველაფერს. მე ასე ვფიქრობ, ის ისე, ან მე ვცდები ან ისე და ორივე ამ ქვეყნის შველები ვართ. ორივე კი არა სულ ყველა ამ ქვეყნის შვილები არა ვართ?! თქვენც ვისაც ამას გპასუხობთ. ნუ ვიფიქრებთ ერთმანეთზე საშინელებებს თუ ჩვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს.
პ.პ.ს. ნაკლები ტელევიზორი, მეტი ურთიერთობა და სიყვარული.
SL
11 სექტემბერი 2020 10:31
16
სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, პოლიტიკასაც და სპორტსაც, პირადად კაჭარავას (რომლის შემცვლელიც საუბედუროდ მას ბევრად ჩამორჩება), შანსი ჰქონდა ნანატრ 8 ერის გათამაშებაში მიეღო მონაწილეობა, მითუმეტეს მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია და ისე წასულიყო ნაკრებიდან. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, გულშემატკივარი ორმაგად გულდაწყვეტილი იქნება პოლიტიკაში წასვლის გამო სპორტული კარიერის დასრულებაზე, ვინაიდან იქ კაჭარავას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ სტატისტის როლში თუ მიაღებინებს ვინმე
: )))))))
11 სექტემბერი 2020 01:17
5
ყველა გამოხმაურება
რაღა გვიჭირს აწი.ბედნიერი ერი ვართ.
Master
10 სექტემბერი 2020 23:02
6
ჯერ იყო კურტანიძე და ზვიდაური, მერე ყაველაშვილი და კობიაშვილი, ეხლა ყველაზე წარმატებული ნაკრებების ერთ-ერთი ღვაწლმოსლილი სპორტსმენებიც აქ არიან !! ჩემი აზრით სპორტსმენი თუ მოწოდებით არაა პოლიტიკოსი, არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ხმების მისაღებად მგონი გამოადგებათ ეს ბიჭები, თორემ სხვა მხრივ ნებისმიერი სპორტსმენი ვინც აქამდე იყო უბრალოდ ერთი ჭანჭიკი იყო პარლამენტის მუშაობაში!
zaza
10 სექტემბერი 2020 23:00
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული