ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან

AutoSharing Option
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ორი სპორტსმენია - კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა.

სიაში თბილისის საკრებულოსა და მერიის ორი მაღალი თანამდებობის პირი, ასევე, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი შედიან.

პარტიულ სიაში მე-4 ადგილს იკავებს "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის წევრი, იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი. სიაშია მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძეც.

"ქართული ოცნების" 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულში მოქმედი უმრავლესობიდან მხოლოდ 5 წევრია.
პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში ხუთი ქალია.

წყარო: kvirispalitra.ge

მკითხველის კომენტარები / 41 /
წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს,კეთილშობილი და წესიერი ხალხია ,მაგათმა უამრავი სიხარული მოგვიტანა და იმედია პარლამენტშიც ასევე ღირსეულად გააგრძელებენ საქმიანობას.დიდება საქართველოს!
დევკალიონი
11 სექტემბერი 2020 10:37
43
და იქ ვინმე ღირსეული ან ღირსეულად საქმის გამკეთებელი გინახავს დღემდე?
ანესთეზეოლოგი
11 სექტემბერი 2020 15:58
5
კეთილშობილები იყვენენ ყველა მანამდე სანამ მაგ სიბინძურეში შეძვრებოდნენ,ანუ შენ გგონია რო ყაველაშვილი და კობიაშვილი კეთილშობილები არიან და ფეხბურთი ააყვავეს?ეგრე გგონია?
ვახო
11 სექტემბერი 2020 13:41
6
ჩვენგანი ბევრი ვერ მივხვდით რატომ წავიდა ასე მოულოდნელად კაჭი რაგბიდან. მან უარი თქვა 8 ერში თამაშზე და ჩვენ მას მადლობებს ვუხდიდით ჩვენდამი თავგანწირვისათვის. მიამიტები ვყოფილვართ, მას სხვა ზრახვები ქონია. ძალიან მეწყინა მისი დახურდავება. თურმე მართალი ყოფილა, ფულზე ყველაფერი და ყველა იყიდებაო. ამდენი ხალხის სიყვარულს ნეტავ რა ფასი აქვს, რამდენში აპირებს ჩვენს გაყიდვას? მას ხომ ჩვენი სიყვარულით უნდა ხმები მიართვას არქიფოს? ჩემი იმედი არ გქონდეს და არც ჩემი ხმის (კაჭი). შენ ჩემთვის დასრულდი აქ.
G.LA
11 სექტემბერი 2020 10:33
2
დაიმახსოვრეთ-- ის კაცი მუდამ ვერ იქნება..და ხალხის სიყვარულს ვეღარ დაიბრუნებენ.
ვიკა მართლა საამაყო ქართველი კალათბურთელია, ღმერთმა ქნას უკეთესს მიაღწიოს პოლიტიკაში მაგრამ მე ეჭვი მეპარება.
პური მეპურემ უნდა გამოაცხოს..
Rezo
11 სექტემბერი 2020 10:31
2
კალაძის მაგალითი წინ ქონდათ. ის პატივისცემა რაც წლების განმავლობაში დაიმსახურეს ერთ წუთში გაანიავეს. ხვდებიან უკვე ამას? არაა ბიძიკო სპორტსმენის ადგილი პოლიტიკაში, არც პოზიციაში და არც ოპოზიციაში
Კახა
11 სექტემბერი 2020 10:26
4
ჩვენგანი ბევრი ვერ მივხვდით რატომ წავიდა ასე მოულოდნელად კაჭი რაგბიდან. მან უარი თქვა 8 ერში თამაშზე და ჩვენ მას მადლობებს ვუხდიდით ჩვენდამი თავგანწირვისათვის. მიამიტები ვყოფილვართ, მას სხვა ზრახვები ქონია. ძალიან მეწყინა მისი დახურდავება. თურმე მართალი ყოფილა, ფულზე ყველაფერი და ყველა იყიდებაო. ამდენი ხალხის სიყვარულს ნეტავ რა ფასი აქვს, რამდენში აპირებს ჩვენს გაყიდვას? მას ხომ ჩვენი სიყვარულით უნდა ხმები მიართვას არქიფოს? ჩემი იმედი არ გქონდეს და არც ჩემი ხმის (კაჭი). შენ ჩემთვის დასრულდი აქ.
G.LA
11 სექტემბერი 2020 09:36
5
ზუსტად იგივე ვიგულისხმე.მაგრამ ეს ხომ საქართველოა? დრო მოუვიდა, დაამთავრა, ეხლა შევა გრიალით პარლამენტში . გახსნის რამე ფიტნეს ცენტრს და მიხედავს. აქაც იქნება და იქაც. ძალიან გული მწყდებოდა ნაკრებიდან წასვლაზე და ეხლა ორმაგად მის პოლიტიკოსობაზე. როგორც მორაგბე კაჭარავა უკვე დამთავრდა, ფაქტია.
: )))))))
11 სექტემბერი 2020 12:00
2
მიუხედავად ორივე მათგანი მიმართ პატივისცემისა, მიმაჩნია რომ რაც შენი საქმე არაა იქ არ უნდა ჩაეკვეხო და ყველაფერი არ უნდა მიიღო რასაც გთავაზობენ (მით უმეტეს რომ არცერთი მათგანი კანონშემოწმედებითი საქმიანობის აზრზე არაა და კანონპროექტების განხილვის და მომზადების არც ინტელექტუალური რესურსი და არც გამოცდილება არ გააჩნიათ.
მსგავსი ნაბიჯით კი ზარალდება ქვეყანა და ვიღებთ მთელ რიგ უზარო კანონებს და მოუწესრიგებელ სამართლებრივ ბაზას!
აღნიშნული მიდგომა ყველა პოლიტიკურ ძალაში და მის მსგავს გადაწყვეტილებებს ეხება!
ქომაგი
11 სექტემბერი 2020 09:21
2
გული მეტკინა ძალიან. ეს ბიჭები მართლა სამაგალითო სპორცმენები იყვნენ და პოლიტიკა ქართული რა თქმა უნდა. უბინძურესი საქმეა აუცილებლად გაისვრებიან და გახდებიან ერის საგინებლები აი ვნახავთ . სხვა მთავრობა როცა მოვა დასაცინები იქნებიან თუ დასაჭერები არა. ოცნება ისევე როგორც დანარჩენი ერთი ამყაყებული ჭაობია გაუნათლებლობის ბუდე.
ზურა
11 სექტემბერი 2020 09:01
0
ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი , როდესაც სპორტსმენები, რომლებითაც მართლაც ვამაყობდით საგინებელს იხდიან თავს, საგინებელს, იმიტომ თბილისელების უმეტესი ნაწილი დღეში ერთხელ მაინც აგინებს ქალაქის ფეხბურთელ მერს , რომელსაც არა მარტო განათლება რა ქვს, არამედ თბილისის ქუჩებში არც უცხოვრია და არც გაუვლია, ისე გადწყვიტა ქალაქის გადაკეთება, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს კობიაშვილის მოსვლის შემდეგ რაც ხდება ჩვენს ფეხბურთს ხედავთ - ნაკრები თუ რამეს შვება მისი დამსახუერებაა საერთოდ არაა, აი ეროვნულ ლიგაში რაც ხდება პირადად მისი "დამსახურებაადა" (დონის კატასტროფული ვარდნა, გარიგებების ზრდა და ა.შ თან ასე გაზრდილი დაფინანსების ფონზე) . სანიკიძე, კაჭარავა,, მეც არ ვიფიქრე 6 ერთან თამაშების წინ (რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდით) ეს კაცი სად მიდის თქო...თურმე თანამდებობა და ფული უფრო მთავარია...მართლა გული მტკივა რომ ასე იქცევიან....და მერე დამწყებ სპორსტმენ ბავშვებს ვასწავლოთ ამათ მაგალითზე რა არის მთავარი არა? აბუსერიძემ რა ქნა -რაგბისტმა კაცმა მოსმენების და ცაწერები დაიწყო თავისი კოლეგების და ყოფილი მეგობრების.... ალბათ შუბლის ძარღვი არც ისე მყარი აქვთ რომ ასე ადვილად იწყვეტენ ჩვენი გულების სატკენად...
ქართველი ადამიანი
11 სექტემბერი 2020 08:40
4
იქნებ გვიპასუხონ რა უნდა აკეთონ პარლამენტში? ღირდა კი ასე საკუთარი თავის დამცირება? თუ იფიქრეთ იმაზე რამდენმა გულშემატკივარმა გაქციათ დღეიდან ზურგი?
ქომაგი
11 სექტემბერი 2020 08:18
2
ძალიან ცუდი.აფრიკის პირველყოფილ ქვეყნებში იციან ასე, რომელიმე ტუბა-იუბას ტომის წარმომადგენელი ცნობილი სპორტსმენი გახდება და კარიერის დამთავრების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება და პოლიტიკაში მიდის, განსაკუთრებით მაახინჯი ფორმები ამ მოვლენას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში აქვს (რუსეთი,უკრაინა,ბელორუსი).გასაგებია საეთკენაც აქვს ორიენტირი ამა ჩვენი ქვეყნის ყოვლის შემძლეებს.
კვარა
11 სექტემბერი 2020 02:21
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული