ნარდის ეროვნული ჩემპიონატი 19 დეკემბრიდან განახლდება [PHOTO]

AutoSharing Option
ნარდში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის სარეიტინგო ტურები დასრულდა. "გრანდფინალის" საგზურის მფლობელი სპორტსმენები გარკვეულია, რომლებიც ფინალურ ეტაპზე 2020 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან .

საქართველოს "ეროვნული ჩემპიონატი 2020"-ის "გრანდფინალი" 19-22 დეკემბერს, 10 საათიდან 19 საათამდე, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციაში გაიმართება.

Sportall.Ge



"გრანდფინალში" მონაწილეობის უფლება  0 წაგებით რამაზ უკლებამ, გია ფოჩხუამ, იოსებ მენაბდიშვილმა, ლევან ქარელმა, დავით ტლაშაძემ, კახა გოგოლაძემ, სოინგულ ამიროვმა და ალექსანდრე ჩაჩანიძემ მოიპოვეს.

1 წაგებით რევაზ ცხოვრებაშვილი, ბაქარ მათიკაშვილი, თამაზ გიორგობიანი, ემზარ კიკალიშვილი, რომან გვენეტაძე, ედიშერ თაკვარელია, ედუარდ
ნაზარიანი, მარინა პირველი, ზურა კუტუბიძე, გელა მეცხვარიშვილი, ვალერიან თორელი და ომარ დვალი გადავიდნენ.


Sportall.Ge


სეზონის შედეგები შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ.

"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2020"-ის ოფიციალური პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კონტაქტი: 598 808 807, თბილისი, ქუჩიშვილის ქ. 8, სასტუმრო "პრიმავერა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული