"წარმატება მოულოდნელი არასდროსაა..."- მორიგი დიდი ქართული წარმატება ევროსარბიელზე

AutoSharing Option
25-დან 28 თებერვლამდე Pubg Mobile-ში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი PMCO ჩატარდა. ფინალურ სტადიაზე ორი ქართული გუნდი - "13" (მე-11 ადგილი) და "ონიქსი" (მე-10 ადგილი) - წარდგა და წარმატებითაც იასპარეზა. ამდენი ვარჯიში და წვალება ქართულ გუნდებს დაუფასდათ და წინ მორიგი ნაბიჯი გადადგეს, მარტში საქართველოს სახელით პროლიგაზე იასპარეზებენ, სადაც კიდევ უფრო მაღალი კონკურენცია და გამოცდილება ელოდებათ.

Sportall.Ge

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით "13-ების" ლიდერმა შოთა მექვაბიძემ მცირედი კომენტარი გააკეთა:

"PMCO-ს საბოლოო შედეგით არც მე და არც ჩემი მოთამაშეები კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ. ფაქტობრივად, ტაბლოზე
პირველი ორი დღის შედეგი იყო, რადგან ბოლო 8 მატჩში თამაში საერთოდ არ წაგვივიდა და დავუშვით ბევრი შეცდომა. ვთვლით, რომ ეს შედეგი არ იყო ჩვენი მაქსიმუმი, თუმცა ყველაფერი წინაა და ეს შეცდომები, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია.

ქართული ჩემპიონატებიდან მაღალ ლიგებში გუნდმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. მოგვიწია თამაშის სტილის თავიდან შესწავლა და ბევრი ცვლილების შეტანა. რა თქმა უნდა, ბევრად ძლიერი გუნდები და ბევრად დიდი კონკურენცია რომაა, ამაზე დავა ნამდვილად არ ღირს. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზები, რამაც გამოიწვია ამა თუ იმ მოთამაშის გუნდიდან გაშვება და ძირითადი შემადგენლობის რამდენჯერმე შეცვლა, ისევე, როგორც თამაშის სტილის.

პროლიგა, ჩვენი ინფორმაციით, დაიწყება მარტის შუა რიცხვებიდან. ზუსტი თარიღი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს. უამრავი ახალი გზა და ახალი გამოწვევა გაჩნდა პროლიგის მოწვევასთან ერთად. "13-ები" ყველაფერს ვიზამთ, რომ შესაფერისად გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს და დავდოთ ის შედეგი, რაც ჩვენ და ჩვენს გულშემატკივარს სიამაყით აგვავსებს.

ამ წარმატების უკან უამრავი ვარჯიშია, დაახლოებით 6 საათი ყოველდღე, იშვიათი შესვენებით. გუნდს, რომელსაც უნდა ეთამაშა PMCO, დაახლოებით 3 თვის მანძილზე ვამზადებდით, თუმცა საბოლოოდ შემადგენლობის შეცვლის უფლება არ მოგვცეს და შესაბამისად, მოგვიწია ძველი, მოდუნებული და შედარებით სუსტი გუნდის წარდგენა, თუმცა ვთვლი, რომ მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზეთ.

ვურჩევდი კიბერსპორტსმენებს, რომ იქონიონ მიზანი და იშრომონ ამ მიზნის მისაღწევად. არაფერია შეუძლებელი, მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოვა.

სამომავლოდ, პროლიგისათვის ვგეგმავთ გუნდის სულ ცოტათი შეცვლას. ახლა უკვე ამის უფლება გვაქვს. მიზანი პირველობაა, რისთვისაც მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ზოგადად, ტურნირისთვის მომზადება სხვადახვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ხდებოდა. მაგალითად ფინალურ თამაშებს მოვიყვან, სადაც გუნდის მწვრთნელი ჩვენი ყოფილი მოთამაშე ნიკა ქებაძე გახლდათ, რომელიც სწავლობდა უშუალოდ ფინალში მოთამაშე გუნდების თამაშის სტილს, თამაშის მსვლელობისას მათ გადაადგილებას. ამ ყველაფერს გუნდთან ერთად განვიხილავდით, თუ ვისთან როგორ უნდა გვეთამაშა, რა დროს როგორ უნდა გვემოძრავა და წინასწარ ვსაზღვრავდით ყველა დეტალს, რათა გაუთვალისწინებელ შემთხვევას ხელი არ შეეშალა.

PMCO-ს მიმდინარეობისას ჩვენი გუნდი მოწინააღმდეგეს არა მხოლოდ თამაშის სტილითა და მოთამაშის უნარით, არამედ მობილურის მონაცემითა და ინტერნეტის სიხშირითაც კი ეჯიბრებოდა. საკმაოდ უთანასწორო ბრძოლა მოგვიწია, როდესაც მოწინააღმდეგე წამში 90 კადრს აღიქვამს და შენ, მაგალითად, ნაცვლო, რომელიც უშუალოდ ბრძოლისას მობილურს კადრის აღქმა 10-მდე ჩამოსდის. პირადად მე, ასეთ ბრძოლას უთანასწოროდ ვთვლი, მაგრამ იმედი გვაქვს, სამომავლოდ ეს ყველაფერი გამოსწორდება.

საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ წარმატება მოულოდნელი არასდროსაა და შემიძლია ძალიან დადებითად შევაფასო ის შედეგი, რაც დავდეთ ორივე ქართულმა გუნდმა. ყველამ კარგად იცის, რომ ეს შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საკუთარი რესურსით დაიდო და არავისგან არანაირი მხარდაჭერა და ხელის შეწყობა არ ყოფილა, გარდა ჩვენი გულშემატკივრისა, რომლებიც უდიდეს მოტივაციას გვაძლევდნენ თითოეულ მოთამაშესა და მთლიანად "13-ებს". ძალიან დიდი მადლობა მათ ამისათვის.

ორმა ქართულმა გუნდმა თუ შეძლო ამ შედეგის დადება და ამ დონის ტურნირის ფინალისტობა, თანაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, დარწმუნებული ვარ, მეტი ხელშეწყობის პირობებში არაერთი გუნდი გამოჩნდება, რომლებიც შეძლებენ საქართველოს დროშის აფრიალებას მასშტაბურ ტურნირებზე. ამ ეტაპზე ეს მისია ორ კლანს გვაკისრია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას მოახლოებულ აქტივობებში ღირსეულად წარმოვაჩენთ".

დამატებითი ინფორმაციისთვის, ვიდეოებისა და სიახლეებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ "13-ების" "ფეისბუქგვერდს".

alt“კლან 13”-ის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ევროსარბიელზე [VIDEO]

alt"თუ არ დანებდები, წარმატება გარდაუვალია..." - ქართული გუნდის უდიდესი წარმატება




მკითხველის კომენტარები / 5 /
ბოდიში,მაგრამ ეს რა სპორტია?
გუგა
13:43 02-03-2021
0
Dzveli qartuli lelo Burtis Msgavsi ramea
Dato
14:35 02-03-2021
0

სიახლეები პოპულარული