"იციან თუ რამხელა ბრძოლა გვაქვს წინ გადასატანი..." - ქართული გუნდის ლიდერი გულშემატკივარს მადლობას უხდის [VIDEO]

AutoSharing Option
ქართული კიბერსპორტი დროდადრო ვითარდება, ჩვენი ქვეყნის გუნდები საზღვრებს გარეთ ფეხს იკიდებენ და ევროპაში თავიანთ ადგილს ამყარებენ.

sportall.ge საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "კლან 13"-ის ლიდერს, შოთა მექვაბიძეს დაუკავშირდა და პმპლ-ის ტურნირამდე მცირედი ინტერვიუ ჩაწერა:

"პმპლ (PUBG Mobile Pro League) 19 აპრილს დაიწყება და 3 კვირას გაგრძელდება. გუნდის მზადება აქტიურად მიმდინარეობს, ვიღებთ მოწვევებს სხვადასხვა ტურნირზე, რამდენიმე დღის წინ კი გამარჯვებითაც დავასრულეთ ერთ-ერთი ტურნირი.


Sportall.Ge

ვვარჯიშობთ პრო-ლიგის გუნდებთან ერთად, რაც საუკეთესო რამაა ამ ეტაპზე, რადგან სწორედ ასეთ ტურნირებზე ხედავ შენს შეცდომებს ყველაზე კარგად, ამის შემდეგ
კი ნათლად ჩანს, რა არის გამოსასწორებელი.

ამ ეტაპზე პმპლ-მდე მოწვევა გვაქვს არაერთ შეჯიბრებაზე. ასევე იწყება "პრო სქრიმები", სადაც მხოლოდ უმაღლესი საფეხურის  გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც თამაშობენ პმპლ-ს. გუნდის წევრებს რაც შეეხებათ, არიან ძალიან მოტივირებულები, გამოსწორებულია უამრავი შეცდომა, რასაც აქამდე ვუშვებდით. ნელ-ნელა კიდევ იჩენს პატარა ნიუანსები თავს, რაც ასევე გამოსასწორებელი და დასაფიქრებელია. ვცდილობთ, ეს ყველაფერი პრო-ლიგის დაწყებამდე მოვაგვაროთ და გამოვასწოროთ. რაც შეეხება პრო-ლიგაზე ჩვენ ასპარეზობას და მიზანს, მიზანი, რა თქმა უნდა, პირველობა და შემდეგ ეტაპზე გადასვლაა. გვყავს ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოწინააღმდეგეები, ველოდებით უზარმაზარ კონკურენციას, თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ ამ ყველაფრისათვის მზად ვიქნებით და ჩემი გუნდი თავს არ დაზოგავს საუკეთესო შედეგის საჩვენებლად.

რაც შეეხება ხელშეწყობას, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ საკუთარი რესურსით ვმოქმედებთ, არანაირი ხელშეწყობა არავის მხრიდან არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ჩვენი გულშემატკივრების რაოდენობას და მათ მხარდაჭერას, რომლებიც ჩვენს "დისქორდ" სერვერზე უზარმაზარ მოტივაციას გვაძლევენ. ახლაც, ამ ეტაპზე, ნებისმიერ ტურნირზე გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ, იციან, თუ რამხელა ბრძოლა გვაქვს წინ გადასატანი პრო-ლიგის სახით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ" - განაცხადა შოთა მექვაბიძემ.

ეს კი UOY Squad-ის ტურნირის ვიდეო, სადაც "13"-ებმა გაიმარჯვეს:







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული