“საქართველოს სახელს ღირსეულად დავიცავთ...” - მორიგი დიდი წარმატების მოლოდინში

AutoSharing Option
“პაბჯი მობაილი” საქართველოში დღითიდღე ფეხს იკიდებს, სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, ამ დროს კი ქართული გუნდები წინ და წინ მიიწევენ და ევროსარბიელზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ. 20 აპრილს სტარტს “PMPL”-ის პრესტიჟული ტურნირი აიღებს, საქართველოს სახელს კი გუნდი “13” და “ონიქსი” დაიცავს. 

“13”-ების ლიდერმა, შოთა მექვაბიძემ Sportall-თან ინტერვიუში მნიშვნელოვანი ტურნირის წინ გუნდში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად ჩემპიონატზე ისაუბრა:

“ტურნირი სტარტს  სამშაბათს, 20 აპრილს, აიღებს, 3 კვირის მანძილზე გაგრძელდება. . რაც შეეხება პრიზებს ცოტა რთულა
დაა საპრიზო თანხები, ტურნირის სტრუქტურიდან გამომდინარე, უბრალოდ მონაწილეობისათვის და ამ ეტაპზე გასვლისთვის თითოეულ გუნდს აქვს ერთნაირი პრიზი, 2413$, ეს რაც გარანტირებულია შედეგების გარეშე, ასევე ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ვიქენდ ფინალები იქნება, სადაც ცალკეა საპრიზო თანხა, 3 კვირის შემდეგ კი სუპერ ფინალი, სადაც  პირველ ადგილას გასულს ჯილდოს სახით 9650$ გადაეცემა, ფულად ჯილდოს მიიღებს, რა თქმა უნდა, სხვა გუნდებიც მიიღებენ, უბრალოდ შედარებით ცოტას. 

Sportall.Ge

გუნდში ცვლილება არ მომხდარა, შეუძლებელიცაა ამ ეტაპზე, შემადგენლობა გადაგზავნილია და გუნდი მაქსიმალურად ვარჯიშობს. ვთვლით, რომ პრო ლიგას საკმაოდ კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ, ამისთვის მოტივაცია საკმარისი გვაქვს.

პროგრამა მინიმუმი სუპერ ფინალის თამაშია, საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს ტურნირს, ვიქენდ ფინალებში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდებიან სუპერ ფინალის მონაწილე გუნდები, დასკვნით ფაზაში მონაწილეობისათვის კი ყოველი კვირის დასაწყისში უნდა დადო შესაბამისი შედეგი, პროგრამა მინიმუმი სწორედ სუპერ ფინალის თამაშია, დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ სუპერ ფინალში გასვლას და შემდეგ ეტაპზე გადასვლასაც კი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ერთი რამ ზუსტად ვიცი, საქართველოს სახელს ღირსეულად დავიცავთ. 

ამ ტურნირზე ორი ქართული გუნდი იქნება და, რა თქმა უნდა მაქსიმალური მხარდაჭერა გვჭირდება მაყურებლებისგან, ჩათვალეთ რომ ამაზე მნიშვნელოვანი აქამდე არაფერი გვითამაშია არც ერთ გუნდს. წარმატებები მინდა ვუსურვო “ონიქსსაც”.

პროფესიონალურ გუნდად ისევ პრო ლიგიდან გამომდინარე ვითვლებით, აქამდე თუ მოყვარულები და დამწყებები ვიყავით, ახლა ოფიციალურად პროფესიონალ მოთამაშეებად გარდავისახეთ და ბევრად მეტი მოგვეთხოვება, ამ მეტის მისაღებად კი ყოველ ჯერზე ჩვენი მაქსუმუმის გაკეთებაა საჭირო, რაც ზოგიერთ შემთხვევაში არც თუ ისე მარტივია, თუმცა მოთამაშეები თავს არ ზოგავენ.

გუნდის პროგრესს რაც შეეხება თავიდან მოყოლებული, რომ არ აღინიშნოს არ შეიძლება, მოყვარული დამწყები მოთამაშეებიდან, რომლებიც მხოლოდ ჩვენივე სიამოვნებისათვის ვთამაშობდით, არ გვქონდა დისციპლინა და კონკრეტული მოთხოვნები და მოვალეობები, ახლა უკვე პროფესიონალ კიბერსპორტსმენებად ჩამოვყალიბდით, დისციპლინაც ვცდილობთ შესაბამისი გვქონდეს. ყველამ იცის თუ როგორ დავიწყეთ, უბრალოდ ვიდეოების დადებითა და რეიტინგისთვის, თუმცა მოვახერხეთ ამ დონეზე ამოსვლა რასაც პროფესიონალი მოთამაშე ჰქვია” - განაცხადა შოთამ. 

alt"წარმატება მოულოდნელი არასდროსაა..."- მორიგი დიდი ქართული წარმატება ევროსარბიელზე

alt"თუ არ დანებდები, წარმატება გარდაუვალია..." - ქართული გუნდის უდიდესი წარმატება

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული