რუსები გიჟებს ჰგვანან - პოლონელებმა დროშა შუა მატჩისას ჩამოუხსნეს

AutoSharing Option
პოლონეთში შაშში მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენი სატიტულო მატჩი მიმდინარეობს, რომლის დროსაც უცნაური ფაქტი მოხდა, რამაც მთელი რუსეთი აღაშფოთა.

მსოფლიო ჩემპიონის წოდებისათვის ერთმანეთს რუსი ტამარა ტანსიკუჟინა და პოლონელი ნატალია სადოვსკა ხვდებიან. მეოთხე რაუნდის დროს, რომელიც გუშინ, 27 აპრილს ჩატარდა, მაგიდასთან შეხვედრის მდივანი იაცეკ პავლიცკი მივიდა და რუსეთის დროშა მიმდინარე მატჩისას აიღო.

პავლიცკის თქმით, რომელიც ევროპის შაშის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია, მან ასეთი დავალება მიიღო და უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შაშის მსოფლიო ორგანიზაცია (FMJD) მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოდან გაირიცხებოდა.

მოგეხსენებათ, სხვადასხვა დარღვევის გამო მსოფლიოს ანტისადოპინგო
სააგენტომ რუსეთის ნაკრებებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა აუკრძალა. სპორტსმენებს ტურნირებში მონაწილეობა თავისუფალი სტატუსით შეუძლია, რუსეთის სახელით გამოსვლას 2024 წლამდე ვერ მოახერხებენ.

პოლონეთში მომხდარმა ინციდენტმა რუსების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ძალიან ბევრი სპორტსმენი, პოლიტიკოსი თუ ცნობილი პიროვნება გამოვიდა პოლონელების ეს საქციელი დაგმო.

რაც შეეხება თავად სატიტულო მატჩს, ის 3 მაისამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც 54 ქულას პირველად მოაგროვებს. ამ ეტაპზე პოლონელი სპორტსმენი რუს მოწინააღმდეგეს 32:16 უგებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
კოკო, მაგას არ დაწერენ! მე დავწერ! პოლონელი სპორცმენი თამარას მეტოქემ ნატლიამ სოლიდარობის ნიშნად თითონ აიღო საკუთარი პოლონეთის ალამი! აი ეს მესმის, აი ღირსეული საქციელი! თან ვუყურე როგორ აიღო იმ თუქსუსმა იაცეკ პავლიცკიმ თამარასთან დადგმული რუსეთის ალამი, იცუნცულდა ჩუმრად და უცბად მოტეხა, თითქოს მოიპარა! ასე იჭიმებოდნენ პოლონელები მეორე მსოფლიო ომის წინ, მაგრამ მერე ჩვენმა სოსომ დიდი ხნით დაამტვრია რქები!
aburjga
29 აპრილი 2021 10:34
22
დაიცავით რუსები, დაიცავით. უღირსი ერივით ვიქცევით
giorgi
29 აპრილი 2021 17:33
0
ვინაა შენი სოსო?? სოსო კი არა იოსები!
ვახო
29 აპრილი 2021 14:31
2
ყველა გამოხმაურება
ისიც დაწერეთ რა მოიმოქმედა პოლონელმა სპორტსმენმა რუსი მეტოქის საპატივსაცემად!!!
კოკო
29 აპრილი 2021 08:24
7
მერე რა. მოღალატე ყველა ერს ყავს ხოდა პოლონელებსაც ყოლიათ. რუსულ დროშას კი არა, საერთოდ რუსეთს რა ესაქმება ნორმალურდა ცივილიზებულ ქვეყნებს შორის.
არტ
29 აპრილი 2021 12:35
2
Droshis da himnis uflebas rom chamogartmeven amxela qveyanas amaze meti samarcxvino ra aris arvici. Da es xalxi gvpirdeba natel momavals tu amerikisken ar gavixedebit.
Milani
29 აპრილი 2021 06:56
4
რა ტვინი წაიღეს ამ რუსებმა. გაიგონ, რომ წესებს უნდა დაემორჩილონ. აუკრძალეს სპორტსემენბს რუსეთის დროშით გამსოვლა. რა არის აქ გაუგებარი. ინდივიდუალურად იასპარეზეთ რამდენიც გინდათო.
ხოდა აბა რა ჯანდაბა უნდათ, მაინც რატომ ტენიან ყველაგან ამ თავის დროშას.

შეუგნებელი და თავხედი ქვეყანაა და სულ ეგრე იქცევა ყველაფერში.
ძირს ყავა, გაუმარჯოს მთხლეს.
28 აპრილი 2021 15:48
18

სიახლეები პოპულარული