რუსები გიჟებს ჰგვანან - პოლონელებმა დროშა შუა მატჩისას ჩამოუხსნეს

AutoSharing Option
პოლონეთში შაშში მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენი სატიტულო მატჩი მიმდინარეობს, რომლის დროსაც უცნაური ფაქტი მოხდა, რამაც მთელი რუსეთი აღაშფოთა.

მსოფლიო ჩემპიონის წოდებისათვის ერთმანეთს რუსი ტამარა ტანსიკუჟინა და პოლონელი ნატალია სადოვსკა ხვდებიან. მეოთხე რაუნდის დროს, რომელიც გუშინ, 27 აპრილს ჩატარდა, მაგიდასთან შეხვედრის მდივანი იაცეკ პავლიცკი მივიდა და რუსეთის დროშა მიმდინარე მატჩისას აიღო.

პავლიცკის თქმით, რომელიც ევროპის შაშის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია, მან ასეთი დავალება მიიღო და უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შაშის მსოფლიო ორგანიზაცია (FMJD) მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოდან გაირიცხებოდა.

მოგეხსენებათ, სხვადასხვა დარღვევის გამო მსოფლიოს ანტისადოპინგო
სააგენტომ რუსეთის ნაკრებებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა აუკრძალა. სპორტსმენებს ტურნირებში მონაწილეობა თავისუფალი სტატუსით შეუძლია, რუსეთის სახელით გამოსვლას 2024 წლამდე ვერ მოახერხებენ.

პოლონეთში მომხდარმა ინციდენტმა რუსების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ძალიან ბევრი სპორტსმენი, პოლიტიკოსი თუ ცნობილი პიროვნება გამოვიდა პოლონელების ეს საქციელი დაგმო.

რაც შეეხება თავად სატიტულო მატჩს, ის 3 მაისამდე გაგრძელდება, გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც 54 ქულას პირველად მოაგროვებს. ამ ეტაპზე პოლონელი სპორტსმენი რუს მოწინააღმდეგეს 32:16 უგებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ტვინი წაიღეს ამ რუსებმა. გაიგონ, რომ წესებს უნდა დაემორჩილონ. აუკრძალეს სპორტსემენბს რუსეთის დროშით გამსოვლა. რა არის აქ გაუგებარი. ინდივიდუალურად იასპარეზეთ რამდენიც გინდათო.
ხოდა აბა რა ჯანდაბა უნდათ, მაინც რატომ ტენიან ყველაგან ამ თავის დროშას.

შეუგნებელი და თავხედი ქვეყანაა და სულ ეგრე იქცევა ყველაფერში.
ძირს ყავა, გაუმარჯოს მთხლეს.
15:48 28-04-2021
18
ისიც დაწერეთ რა მოიმოქმედა პოლონელმა სპორტსმენმა რუსი მეტოქის საპატივსაცემად!!!
კოკო
08:24 29-04-2021
7

სიახლეები პოპულარული