კვირას, 9 მაისს, ონლაინთამაშ "პაბჯი მობაილის" PMPL-ის სახელობის ტურნირი დასრულდა. მასში მონაწილეობას CIS-ის 20 საუკეთესო გუნდი და მათ შორის, ორი ქართული კლანი, "13" და "ონიქსი" იღებდა, რომლებმაც საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს.

ჩვენდა სასიხარულოდ, ორივე გუნდმა PMPL-ის "გრანდ ფინალის" საგზური მოიპოვა და სულ მალე, 14, 15 და 16 მაისს, უკვე ფინალურ ბლოკში იასპარეზებენ. "გრანდ ფინალში" 16 გუნდი გადადიოდა, ქართულმა კლანებმა კი მე-15 და მე-16 ადგილები დაიკავეს.

Sportall.ge კიბერგუნდ "13"-ების ლიდერს, შოთა მექვაბიძეს დაუკავშირდა:

"პრო ლიგა 19 აპრილს დაიწყო, მიმდინარეობდა 3 კვირის მანძილზე და მთელი ამ დროის განმავლობაში იყო შესარჩევი თამაშები. სამშაბათს და ოთხშაბათს გამართული შეხვედრებიდან საუკეთესო 16 გუნდი მონაწილეობას "სუპერვიქენდის" ფინალში იღებდა, რომელიც პარასკევს, შაბათსა და კვირას იმართებოდა, სადაც სამივე კვირის "ვიქენდის" ქულები ჯამდებოდა და საბოლოოდ, გამოვლინდა 16 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას "გრანდ ფინალში" მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვირა ჩაგვივარდა და "ვიქენდ ფინალებზე" გასვლა ვერ მოვახერხეთ, რის შედეგადაც 15 თამაშის უფლება დავკარგეთ, მესამე კვირაში გაფლანგული ქულების დაბრუნება მოგვიწია, "დაქამბექება". მეორე კვირის შესარჩევ თამაშებზე გაგვიჭირდა ქულების აღება და ამ ყველაფრის მიზეზი ეს იყო. ამიტომ, თუ გვინდოდა წარმატება, ბევრად მეტი მოგვეთხოვებოდა იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვეულებრივად სხვა გარემოებაში თამაშის დროს. წარმოიდგინეთ, სხვა გუნდებს ჩვენზე 15-ით მეტი თამაში ჰქონდათ ნათამაშები და 15-ით მეტი შეხვედრა ჩაატარეს, სადაც ჰქონდათ შანსი, გადაესწროთ ჩვენთვის. ამის გამო ძალიან მაღალი იყო იმის შანსი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩავრჩენილიყავით და "გრანდ ფინალში" ვეღარ გადავსულიყავით. მიუხედავად ამხელა ჩავარდნისა, ბიჭებმა თავიანთ თავში იმხელა ძალა იპოვეს, რომ მათზე ნაკისრი მისია პირნათლად შეასრულეს. მათ მოახერხეს და აიღეს საჭირო რაოდენობის ქულა, რითაც ჩვენ "გრანდ ფინალში" ვართ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თითოეული გუნდის წევრის დამსახურებაა, თუმცა კაპიტნის, ოთოსა და ცოტნეს მნიშვნელობა მცირედით მეტია, რომლებმაც არ დაკარგეს მოტივაცია და ყველა თავის ტალღაზე გადაიყვანეს. პირადად მეც ვცდილობდი შემექმნა ის მოტივაცია, რაც საბოლოოდ მორიგ დიდ წარმატებამდე მიგვიყვანდა. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა პატარა შანსი გამოიყენეს და ჩვენი გუნდი მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.

სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა გვქონდა. რომ არა ამდენი ჩავარდნა, გაცილებით მაღალ პოზიციას დავიკავებდით. ზოგადად შეცდომაზე ყველანაირი ფაქტორი მოქმედებს, იქნება ეს დიდი კონკურენცია, ნერვიულობა, დაბნეულობა თუ სხვა რამ. ვფიქრობ, ამ დონის ტურნირზე ერთ შეცდომასაც კი შეუძლია ძალიან უკან დაგხიოს. აქედან გამომდინარე, ამდენმა ვარდნამ გამოიწვია ის, რომ ვერ დავდეთ ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდოდა, თუმცა ამდენ ჩავარდნასთან ერთად მოვახერხეთ საუკეთესო 16-ეულში გადასვლა, რაც მომავალში ძალიან გვაიმედებს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი გამოვასწოროთ და "გრანდ ფინალში" მაღალი პოზიცია დავიკავოთ. იმავეს ვუსურვებ "ონიქსსაც", რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნის სახელის გატანა საერთაშორისო ასპარეზზე გვავალია და ამას საკმაოდ წარმატებითაც ვახერხებთ.

არ ვოცნებობთ და არარეალურად არ ვუყურებთ. ჩვენი მაქსიმუმი რომც გავაკეთოთ, ფინალში პირველი ადგილი წარმოუდგენელი იქნება, თუნდაც ჩვენ გარშემო პირობებიდან გამომდინარე, როდესაც არ გაქვს არანაირი ხელშეწყობა, როდესაც მობილური შუა ბრძოლისას ფუნქციონირებას წყვეტს, შეუძლებელია ის კონკურენცია გაუწიო მოწინააღმდეგეს, რითაც პირველობას მოიპოვებ.

მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და გაცილებით უკეთეს შედეგს დავდებთ, ვიდრე ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჩვენეთ. ვიმედოვნებ, წარმატებული სვლა გაგრძელდება და სატურნირო ცხრილში იმ პოზიციაზე ვიქნებით, სადაც პირველ რიგში ჩვენ ვიამაყებთ, შემდეგ კი - გულშემატკივრები.

მინდა ასევე მივულოცო "ონიქსებს" ფინალურ ბლოკში გადასვლა. ვუსურვებ წარმატებას. სასიხარულოა, როდესაც ორი ქართული გუნდი პრო ლიგიდან PMPL-ზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი ორივე მონაწილეობას "გრანდ ფინალში" მიიღებს. დიდი იმედი მაქვს, შედეგებით გაგახარებთ", - განაცხადა შოთამ.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი დამარცხებულია - ბასილაშვილი ალმათის მასტერსის მერვედფინალშია
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა