გაუქმდება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა?

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადა, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, კოვიდ-19-ის გამო გაუქმდა. 

ამ დროისთვის ეჭვგარეშე იყო ის ფაქტი, რომ ეპიდვითარება მსოფლიოში მოწესრიგდებოდა, თუმცა ოლიმპიური თამაშების 2021 წელს ჩატარება მაინც დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ "ამომავალი მზის" ქვეყანაში პანდემიას თავიდან კარგად უმკლავდებოდნენ, ახლა კი თავს მეოთხე ტალღა და საგანგებო ვითარების გამოცხადება დაატყდათ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 4.4% აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

Open photo

არაოლიმპიური განწყობა

"როიტერის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იაპონელი ხალხის 70%-მა დააფიქსირა აზრი, რომ ოლიმპიადა ან უნდა გადაიდოს, ან სულაც ჩაიშალოს. ამ აზრის მიუხედავად, IOC-ის ვიცე-პრეზიდენტმა
ჟოან კოატესმა განაცხადა, მიუხედავად მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა, ოლიმპიური თამაშები აუცილებლად გაიმართებოდა. კომპეტენტურ პირს კითხვა დაუსვეს, გაიმართებოდა თუ არა ეს თამაშები მაინც იმის მიუხედავად, რომ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაზედაც ჟოანმა კითხვაზე მოკლე პასუხი გასცა:

"დიახ, რა თქმა უნდა".

Open photo

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები აღნიშნულ ღონისძიებას ვერ დაესწრებიან, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა მის ჩატარებაზე მაინც თანახმაა. ამრიგად, ათასობით სპორტსმენის იმ ადგილზე ყოფნა, სადაც ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია, რა თქმა უნდა, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. გაიმართება თუ არა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

წყარო: marca

მკითხველის კომენტარები / 1 /
4,4 %-იო, კი მარა იქააც ბნელა, თუ მართლაც საშიშია ეს ვაქცინები.
0

სიახლეები პოპულარული