ივნისის თვეში ევრო 2020-ის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობას არა მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელები, არამედ გამორჩეული ფოტოგრაფებიც იღებდნენ. გთავაზობთ გამორჩეულ ფოტოებს არა მხოლოდ ფეხბურთიდან, არამედ სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.
4 ივნისი - კრიკეტის შეხვედრის ყურებით მოწყენილი კატა
5 ივნისი - როჯერ ფედერერი "როლან გაროსის" სახელობის ტურნირზე
6 ივნისი - ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე მაქს ფერშტაპენს საბურავი გაუსკდა. რომ არა ეს ფაქტი, ის პირველ ადგილზე გადიოდა კონკრეტულ დაპირისპირებაში
11 ივნისი - ევრო 2020-ის გახსნა
12 ივნისი - თვის ყველაზე ემოციური მომენტი - დანიელმა ფეხბურთელებმა კრისტიან
ერიკსენს წრე შემოარტყეს, რათა ფოტოგრაფებს ფოტოები არ გადაეღოთ. შეგახსენებთ, ამ დღეს კრისტიანი მოედანზე უგონოდ დაეცა, ექიმები მის გადარჩენას კი საკმაოდ დიდი ხანი ცდილობდნენ.
12 ივნისი - მთელმა მსოფლიომ ამოისუნთქა
13 ივნისი - ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრები ინგლისთან მარცხის შემდეგ... მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები 1/8-ფინალურ ეტაპზე გავლენ და ესპანეთს მედგარ წინააღმდეგობას გაუწევენ.
14 ივნისი - ფორსბერგი, ოლსენი და ლარსონი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ
14 ივნისი - ეს ადამიანი-ობობის ქსელი არაა, შოტლანდიელი მეკარე დავიდ მარშალი პატრიკ შიკის ზღაპრული გოლის შემდეგ
16 ივნისი - რუსეთის ნაკრების გულშემატკივარი
16 ივნისი - უელსის ლიდერი გარეთ ბეილი ფეხბურთელების შეგულიანებას ცდილობს
16 ივნისი - დღე, როდესაც იტალია მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს
16 ივნისი - ისინი გულშემტკივარს გულს არ უცრუებენ, ყველაზე მეგობრული ნაკრები