მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა Sports.ru-სთან იოსებ სტალინის შესახებ ისაუბრა.
"სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულებაც მაქვს და რაღაც მხრივ, უარყოფითიც. იმ სიტუაციაში, რაშიც მისი მმართველობის დროს ვიყავით, დიდი სამამულო ომში გამარჯვება სტალინის დიდი დამსახურებაა. ის ძლიერი მმართველი იყო. თუმცა, რასაკვირველია, იყო მომენტები, როცა მის მოქმედებას განსხვავებულად ვაფასებთ.
აი, ერთი კი კარგად მახსოვს: როცა იოსებ ბესარიონის ძე გარდაიცვალა, ბებიაჩემი ტიტოდა. ხალხი დადიოდა და ტიროდა. თუ ადამიანებს ასეთი რეაქცია გააჩნდათ, ეს ნიშნავს, რომ მას ბევრი კარგი ჰქონდა გაკეთებული.
მან მოიგო თუ არა
ომი? ის ქვეყანას სათავეში ედგა. ომი იმ ხალხმა მოიგო, ვინც მას ენდო. გახსოვთ ლოზუნგი :"სამშობლოსთვის, სტალინისთვის!" ხალხისთვის მის გამო ტირილიც არავის დაუძალებია.
ომის შემდეგაც სახელმწიფო ფეხზე მალე წამოდგა, ეს რა, სტალინის დამსახურება არ იყო? მან ქვეყანას დიდი სარგებელი მოუტანა, თუმცა იმ პერიოდში, ალბათ, ბევრი ავნო კიდეც,"- თქვა სიომინმა.