ბრაზილია - გერმანია: ოლიმპიადა მშვენიერი შეხვედრით იწყება

AutoSharing Option
23 ივლისს სტარტს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა აიღებს, საფეხბურთო ტურნირი კი, ტრადიციულად, ერთი დღით ადრე დაიწყება. "ტოკიო 2020"-ის ოფიციალური გვერდი D ჯგუფზე წერს, სადაც ბრაზილიის, გერმანიის, კოტ დ'ივუარისა და საუდის არაბეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირის პირველ დღეს მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ბრაზილიასა და გერმანიის ნაკრებთა მატჩი გაიმართება. ოლიმპიადის ოფიციალური გვერდი ორ გამოცდილ მოთამაშეზე - დანი ალვეშსა და მასიმილიანო არნოლდზე გვესაუბრება:

დანი ალვეში

"ბარსელონას", "იუვენტუსისა" და პსჟ-ის რიგებში ტიტულოვანი ფეხბურთელი ახლა მშობლიურ "სან პაულოში" გამოდის. 38 წლის ფლანგელს შეუძლია შეტევის ტემპი შეცვალოს და ბრაზილიის ახალგაზრდა მოთამაშეებით
დაკომპლექტებულ ნაკრებს ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს - მას ხომ ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი აქვს გამართული.

Sportall.Ge

მასიმილიანო არნოლდი

27 წლის ფეხბურთელი "ვოლფსბურგში" 2011 წლიდან გამოდის. მას გერმანიის ნაკრებში თამაშის განსაკუთრებული გამოცდილება არ აქვს, მაგრამ "მგლების" მაისურით 250 საკლუბო შეხვედრა გამართა. არნოლდს სტაბილურ ფეხბურთელად ახასიათებენ, რომელიც მარცხენა ფეხით კარგად თამაშობს და ურტყამს.

altდანი ალვეშის რჩევა "ბარსას" მცველს: უბრალოდ, მესის მიეცი პასი

altდანი ალვეში 37 წლის გახდა - მას ასაკზე მეტი ტროფეი აქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული