ბექაური მღერის, ქართველები ოლიმპიადის გახსნისთვის ემზადებიან [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 23 ივლისს, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნება. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის "ფეისბუქგვერდი" სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დელეგაცია გახსნის ცერემონიაზე მიემგზავრება, ძიუდოისტი ლაშა ბექაური კი მღერის. ჩვენები მშვენიერ ხასიათზე არიან.



ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტია, რომელიც მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ძიუდოისტები საქმეში 24 ივლისიდან ჩაერთვებიან.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე და ტყვიის მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი,
მეცხრე ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე იქნებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციაში 35 სპორტსმენია.

altოლიმპიური ნაკრების მედროშეები ცნობილია - ლიცენზიანტების სია

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნინო სალუქვაძეს რომ წერთ ისიც მიაწერეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირველი ქალია ისტორიაში ვინც მეცხრე ოლიმპიადაზე მონაწილეობს
jigari
17:47 23-07-2021
1

სიახლეები პოპულარული