იტალიელმა ჯიანმარკო ტამბერიმ და ატარელმა მუთაზ ბარშიმმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე (1-ელ აგვისტოს) ოქროს მედლის გაყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ ორივე სპორტსმენმა 2.37-მეტრიანი ბარიერის გადალახვა მოახერხა, ხოლო 2.39 (ოლიმპიური რეკორდის) მეტრის - ვერა...

ოფიციალურად, ათლეტებს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მიმართეს და აცნობეს, რომ მათ უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელება შეეძლოთ, თუმცა ბარშიმს უკეთესი იდეა ჰქონდა:

"რას იტყვით ორ ოქროს მედალზე?" - იკითხა ყატარელმა სიმაღლეზე მხტომელმა. აღსანიშნავია, რომ თუ სპორტსმენები დადებით პასუხს მიიღებდნენ, ისინი, რა თქმა უნდა, თანახმა იყვნენ, რომ უმაღლესი სინჯის მედალი გაეყოთ.

მათდა გასახარად, წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ორივეს გამარჯვებულად გამოცხადება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ორივე სპორტსმენი ამაზე თანახმა იქნებოდა.

სიტყვა შესაძლებლის შემდეგ არც ბარშიმს და არც ჯიანმარკოს არ აინტერესებდათ პაექრობა, თანაც ისინი ხომ 2017 წლიდან მოყოლებული ახლო მეგობრები იყვნენ...

"ისტორია, ჩემო მეგობარო!" - გაისმა მუთაზის მხრიდან.

იტალიელი შოკში ჩავარდა, ერთი წამით ვერ მიხვდა, რა მოხდა, მაგრამ მეორე წამსვე ხელი ჩაურტყა და არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ზედ შეახტა, სიხარულისგან კი ემოციების დამალვა ვერ შეძლო.

"ჩემი 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლით ფაქტი ერთია, რომ ოქროს მედალი დავიმსახურე. მანაც ზუსტად იგივე გააკეთა, ტამბერმაც დაიმსახურა უმაღლესი სინჯის მედალი. ეს ყველაფერი სპორტის მიღმაა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება შეტყობინება, რასაც ჩვენ ახალგაზრდა თაობას გადავცემთ" - განაცხადა ბარშიმმა.

მომზადებულია aljazeera-ს მიხედვით

ნიკას
რას მერჩი მეგობარო ასე უმისამართოდ, რომ მლანძღავ, სად დაინახე ბოღმა? ჯერ ერთ ვიხუმრე და მერე მეორე მე რა უნდა დამაკლდეს ნეტა ყველა მონაწილეს მისცენ ოკრო, მაგრამ ამას რა ინტერესი ექნება? თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით თავისუფლად შეიძლება იმის დადგენა, თუ ვინ რა ჰაბდიკაპით დაძლია ბარიერი და იმას მოეგო, ასე შეჰეი ონო სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი მასთან ერთად შავისაც მიეღო ოქრო და მაშინ მიეცათ.
ნიკა
საიდან ამდენი ბოღმა? დაგაკლდა რამე? ხო შეიძლება პოზიტიური მხრიდან შეხედო ისტორიას?
jjj
მაგარი უაზრობაა ასე ძიუდოისტებსაც შეუძლიათ(ან სხვა სახეობას) ფინალსტებს აღარ გვინდა ბრძოლა ორივეს მოგვეცით ოქროო.DDDDDDDDDDDდ
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება