"თალიბანმა" ავღანელ ქალებს კრიკეტის თამაში აუკრძალა

AutoSharing Option
პოლიტიკურმა და სამხედრო მოძრაობა "თალიბანმა", რომელიც ცოტა ხნის წინ ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ამ ქვეყნის ქალებს იმ სპორტის სახეობაში გამოსვლა აუკრძალა, რომლებშიც, შესაძლოა, მათ სხეულის ნაწილი გამოუჩნდეთ და პირველ რიგში ეს კრიკეტს შეეხო.

ამ გადაწყვეტილების შესახებ "თალიბანის" კულტურული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ახმადულა ვასიკმა განაცხადა.

"არა მგონია ქალებს კრიკეტის თამაშის უფლება მივცეთ, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. კრიკეტში ისეთი სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, რომ მათი სახე და სხეული გამოჩნდეს. ისლამი ქალებს ასეთი სახით საზოგადოების წინაშე გამოჩენას უკრძალავს.
ახლა მედია ეპოქაა, გამოჩნდება ფოტოები და
ვიდეო, ამას ხალხი ნახავს. ისლამი და ისლამური ემირატი (ავღანეთი) ქალებს არ აძლევს უფლებას ითამაშონ კრიკეტი ან სპორტის ის სახეობა, რომლის თამაშის დროსაც მათი სხეულები შეიძლება გამოჩნდეს,"- განაცხადა ვასიკმა.

ცოტა ხნის წინ, ავღანეთის ქალთა ნაკრების წევრებმა კრიკეტის საერთაშორისო საბჭოს (ICC) მიმართეს. მათ ნაწილმა ქვეყნის დატოვება მოასწრო.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე თუ მკითხავთ ქალებისთვის უნდა აიკრძალოს, ისეთი მამაკაცური სპორტის სახეობები როგორიცაა: კრივი, სიმძიმის აწევა (შტანგა) ფეხბურთი, რაგბი, ძიუდო და კიდევ ისეთი სპორტის სახეობა, რომელიც ქალებისთვის შეუფერებელია. შეხედავ ასეთ სპორცმენ ქალებს და აშკარად ეტყობათ, მოძალებული მამაკაცური, ჰორმონების ნიშნები.
აჩი
18:22 09-09-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული