შეხვედრაზე, რომელსაც მეკლდეურობის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ, განიხილეს საქართველოში მეკლდეურობის განვითარების შესაძლებლობები და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მეკლდეურების ასპარეზობის პერსპექტივები.
მოგეხსენებათ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მეკლდეურობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საშეჯიბრო პროგრამაში შეიტანა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დატოვა. მინისტრის ინიციატივით, მეკლდეურობის ფედერაცია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესაძლებლობებს გააანალიზებს და სამინისტროს კონკრეტულ გეგმას წარუდგენს. გარდა ამისა, დაიგეგმა მინისტრის მიერ თბილისის
თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა მეკლდეურობის 6-დან 14 წლამდე ბავშვებში პოპულარიზაციასა და საჯარო სკოლებში დანერგვაზე.
შეხვედრის ბოლოს მინისტრმა მეკლდეურებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და დასძინა, რომ საქართველოში, რომელიც მიხეილ ხერგიანისა და არაერთი ცნობილი მეკლდეურის სამშობლოა, სპორტის ამ სახეობას შესაბამისი მხარდაჭერა ექნება.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი