11-14 ნოემბერს მოსკოვში ხელჩართულ ბრძოლაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნის 200 სპორტსმენი იღებდა.
საქართველოს ხელჩართული ბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტის, ირაკლი ბოლქვაძის დახმარებით, ტურნირზე 3 მებრძოლი - ბექა თამლიანი, ნიკა ჩიტიშვილი და მანუჩარ კოშელავა - წარდგა.
ჩვენდა სასიხარულოდ, ნიკა ჩიტიშვილმა და მანუჩარ კოშელავამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. რაც შეეხება ბექა თამლიანს, ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის მსვლელობისას ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.