პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში სასამართლო და ზოგადად, სახელმწიფო, სელექციურობით ხასიათდება. როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ სასამართლო, ერთი მხრივ, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს საზოგადოებისთვის საშიშ, თუმცა „პრივილეგირებულ“ პატიმარს, ზურაბ ზვიადაურს, მეორე მხრივ კი, 9 წელი აქვს მისჯილი ლევან ზურაბიშვილს, „აზარტული თამაშებით დაზარალებულ ადამიანს, რომლის ბანკში შეჭრას არც მსხვერპლი და არც ძარცვა არ მოჰყოლია“.

„ზვიადაურის გამოშვება მინდა წამოვწიო. ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია - შურისძიებით მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღით, საოცარი შემთხვევა, ეს ადამიანი გირაოს ფასად გათავისუფლდა. ლევან ზურაბიშვილის დედას უნდა შევხვდე ახლა. ხომ გახსოვთ, ბანკში რომ შევარდა, აზარტული თამაშებით რომ არის დაზარალებული. შევადაროთ - მსხვერპლი არ დამდგარა, ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არავინ არ გაუძარცვავს, უბრალოდ, განცხადებები გააკეთა და თვითონ ჩაბარდა. ამ ადამიანს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მეორე ხელით, მეორე მოსამართლე ზვიადაურს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს. რას ნიშნავს ეს? ჩვენი სასამართლო, ჩვენი სახელმწიფო არ არის ყველასთვის, სელექციურად არის. აქეთ გყავს პრივილეგირებული ბრალდებული, მას უშვებ, ფული გადაიხადა, ჩააწყო, დავალებულია „ოცნება“ მისგან თუ ა.შ. არის გამოშვებული. ლევან ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ აბსოლუტურად სხვა გარემოებებში, მაგრამ უპატრონოა, ის ზის 9 წელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

interpressnews

მედალს ორი მხარე აქვს.
ჩემი ძმა ან და ან რომელიმე ოჯახის წევრი ვინმეს, რომ მოეკლა მე არც დავიხევდი უკან და რაც მომხვდებოდა ხელში იმით გავუსწორდებოდი. (იმ წუთას ზვიადაურს იარაღი ედო ჯიბეში და აფექტის მდგომარეობაში ინსტიქტურად ესროლა ძმის მკვლელს)

კი არის დანაშაული და უნდა მოიხადოს კიდეც - სადმე დავწერე უდანაშაულოათქო? თუ თავდაცვად/აუციელებელ მოგერიებად ვერ დაამტკიცებს, მაშინ მკველობაა და მოიხადოს უნდა სასჯელი. ეგ დავწერე ზუსტად რომ შინაარსი უნდა წავიკითხოთ ჩბენც და დოლიძემაც - აღმკვეთის შეცვლა არ არის უდანაშაულოდ ცნობა ან გამოშვება, ხოლო სანამ გამოძიებაა, ადამიანი ეჭვმიტანილია.
შეტევა
ორმაგი სტანდარტები არ მიყვარს. თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას გარკვეული დამსახურებების გამო ნახევარი მსოფლიო ითხოვს, ზვიადაურმა რა დააშავა? :) მაგან რომ მედალი აიღო ნახევარი საქართველო ტიროდა :)
ემი
ანუ ამ ლოგიკით ძმის მკვლელს რო მოკლავ დანაშაული არარის ? ანუ კანონით არუნდა ისჯებოდეს . ბაზარი არარის ნებისმიერმა შეიძლება ცხელ გულზე და ისედაც შური იძიოს ახლობლის მკვლელობაზე მაგრამ , კანონი კანონია, უბრალოდ ეგარის რომ ერთერთი ქოციშვილია ესეც და იმათზე კანონი არ მოქმედებს
თამადა
მაგნაირი ლოგიკის გამო გვაქვს ზუსტად ესეთი ქვეყანა.
ვალოდია
აი, ამიტომ უნდა იჯდეს ეს კაცი პარლამენტში, რომ ქუჩაში დგომის დრო აღარ ჰქონდეს. თან ყველას ერეოდა მთელ პარლამენტში, და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩხუბთან ერთად ბატონი ზურაბის კანონშემოქმედებითმა საქმიანობამაც დიდად ახეირა ჩვენი ქვეყანა.

ანა დოლიძე დემაგოგობს: 9 წელი აქვ მისჯილი ბანკში შევარდნისთვის, ხოლო ზვიადაურს რას მიუსჯიან ჯერ არ ვიცით - ამ ეტაპზე არ არის მსჯავრდებული. 9 წელი იმ პირისთვის რომ ბევრია მართალია, რადგან განზრახ მკვლელობისთვის უსჯიან ბევრს იგივეს, მაგრამ აღმკვეთის და სასჯელის შედარებ არ არის სწორი რბილად რომ ვთქვათ. ჯერ ისიც არ არის დადგენილი ზვიადაურმა განზრახ მოკლა თუ მის თვალწინ ძმის მკვლელობას მოყვა ეს ყველაფერი (საკუთარ თავთან აღიარეთ მხოლოდ რომელს გექნებოდათ უნარი თქვენს თვალწინ ძმის მკვლელობის შემდეგ მობილური აგეღოთ იარაღის ნაცვლად და პატრულში დაგერეკათ). პ.ს. უგულავა, რურუა და მელია გარეთ ხომ არის სამართლიანობის ზეიმი.
zaza
რაღაც პერიოდი მაინც ჩასვავენ ზვიადაურს, ჯერ მარტო იმიტომ რომ საქმის გასარჩევად იარაღით გავარდა, თუმცა განზრახ მკვლელობას რამდენად დაუმტკიცებენ აქ ჯერ გასარკვევია. რა გადაწყვეტილებაც მიიღო მოსამართლემ არაა გამორიცხული რომ გაამართლონ ამ მხრივ. ვინც მოკლა ეტყობა ის გაამწარეს თორემ ესე ორ ადამიანს არ მოკლავდა რომ არ გაემწარებინათ, ჩვენთან უცხო არ არის რომ სამშენებლო სფეროში დასაქმებულ ადამიანს ქედმაღლურად რომ უყურებენ.საქმის გასარჩევად რომ მიდიხარ იარაღებით იქ დასწრებაზე ვინ ვის მოერევა და ესეთი სამწუხარო შედეგიც იმიტომ დადგა. ის კაცი ბანკში რომ შევარდა კი მართლა ცოდოაა, კვალიფიკაციის მიხედვით მან უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა, აბა იმათ ადგილას წარმოიდგინე თავი ბანკში რომ მძევლად აგიყვანენ, სანამ გაირკვევა ყველაფერი. თუმცა აქ გაჭირვებამ მიიყვანა ეს ადამიანი ამ დანაშაულამდე და რაც მთავარია მძიმე შედეგი არ დადგა. თუმცა პათოსში ძნელია არ დაეთანხმო ანა დოლიძეს!
მ
ეს გაუთლელი პარლამენტში რომ წამოასკუპეთ, ესაა შედეგი, მეტი არაფერი.
koba
როდესაც ეს კაცი ოლიმპიური ჩემპინიონი გახდა სიამაყისგან ფეხზე ვიდექი, რა კარგი იქნება რომ ამდონის წარმატებული ხალხი თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ.
სიმართლე!!
არაფერი საწინამდეგო.უბრალოთ არ რცხვენია.თვითონ ზვიადაურს? შე კაი კაცო შეიძლება ამხელა სიყვარულის ესე გაქიაქება. ან რომელი განგსტერი შენ მყავხარ.ანაც პარლამენტარი:))))) ხუმრობა იქითკენ იყოს და ადამიანმა განზრახ მოკლა თუ შემოაკვდა ადამიანი.და რატომ გამოუშვით? კი არა ახალგაზრდა ტაობა მოდის და იმათ დასანახათ უნდა დაისაჯოს და აგოს პასუხი.ყველამ იცოდეს რომ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს!აწი ეგ მედალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს.არც მაგის ოლიმპიური წოდება.ერთი ავარდნილი თავში მკვლელი ხარ შენ!!!
Vasili
ეს აბა დოლიძე მაგრად არ მევასება მაგრამ რო არ დავეთანხმო, არ შემიძლია! 100% მართალს იძახის!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს