ბატონმა ჯანომ მთელი თავისი ცხოვრება ქართულ სპორტს და ოლიმპიურ მოძრაობას მიუძღვნა, ჯერ როგორც წარმატებულმა სპორტსმენმა, პირველი თაობის ხელბურთელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მერე კი - როგორც მწვრთნელმა და ჩვენი სპორტის დიდმა მოამაგემ. ის იყო ორგანიზატორული თვისებებით, გულისხმიერებით, საქმის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება, სპორტსმენებისა და სპორტის
ჯანო ბაგრატიონი მრავალი წლის განმავლობაში იყო არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მათ შორის - თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. სეოკ-ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის პერიოდში (1996-2004 წლებში) მისი ინიციატივით არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ქართველმა სპორტსმენებმა კი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სწორედ იმ წლებში მოიპოვეს პირველი ოლიმპიური მედლები.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი