"დიდად სამწუხაროა, რომ ეჭქვეშ დადგა 2016 წლის დეკემბერში გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის შედეგები და სასამართლო განხილვის საგნადაც კი იქცა. დარწმუნებულნი ვართ, რომ სამოქალაქო სასამართლო ობიექტურად განიხილავს ამ საქმეს და მიიღებს საბოლოო სამართლიან გადაწყვეტილებას.
როგორც მედიისთვის გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, სარჩელის ავტორს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ირაკლი მეძმარიაშვილს მიზნად დაუსახავს არა მხოლოდ
ჩვენ, ორივენი ერთად, ჯამურად, 15 წელი ვხელმძღვანელობდით ოლიმპიურ კომიტეტს პოლიტიკური და სამოქალაქო დაპირისპირების რთულ წლებში. დღემდე ექვსჯერ გაიმართა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ოცდახუთამდე საანგარიშო სესია ჩატარდა, მაგრამ მათი ლეგიტიმურობის საკითხი არასოდეს წამოჭრილა, მათ შორის, არც თავად ირაკლი მეძმარიაშვილის მხრიდან, რომელიც, როგორც სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სეოკ-ის აღმასკომის წევრი და სესიების დელეგატი, თითქმის 10 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ოლიმპიური კომიტეტის მუშაობაში.
ბატონ ირაკლის ასევე განუზრახავს დღესვე, ძირითადი სასამართლო პროცესის დაწყებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე, მიმართოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ("მე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ვთარგმნი და გავუგზავნი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - მათ უნდა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში." გაზეთი "ლელო." 2017 წლის 27 იანვარი).
სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჩვენი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ, ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მრავალწლიანი საქმიანობის ლეგიტიმურობა და საერთაშორისო სკანდალით ემუქრება იმ ორგანიზაციას, რომლის სათავეში მოსვლასაც თავად ცდილობს.
ჩვენი საერთო ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ქართული სპორტული საზოგადოების ერთიანობისთვის და გავუფრთხილდეთ ოლიმპიური მოძრაობის მაღალ ავტორიტეტს. ეს ავტორიტეტი წლების განმავლობაში იქმნებოდა არაერთი ღირსეული ადამიანის უანგარო და თავდადებული შრომით. ამ საქმეში ჩვენც მიგვიძღვის წვლილი და ამითაც არის განპირობებული ჩვენი განსაკუთრებული გულისტკივილი დღევანდელი ვითარების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.