მოციგავე ქუმარიტაშვილი ოლიმპიადაზე - საბას ლიცენზია

AutoSharing Option
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა. ლიცენზიის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან უკვე მიიღო.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10
საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკვე 12 წელი ხდება,რაც საციგაო ტრასაზე,დაიღუპა,ჩვენი უნიჭიერესი ნოდარ ქუმარიტაშვილი.ყოველ წელს ვსვამ შეკითხვას,რატომ არ ასრულებენ დანაპირებს მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები და რატომ არ აგებენ,მისი სახელობის საციგაო ტრასას,ბაკურიანში.დუმან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებიც.არავინ სძრავს კრინტს,მათ შორის ჩვენი მას მედიაც.რა ვიცი,პიდარასტმა კენჭს რომ წამოჰკრას ფეხი,მთელი მედია ყალყზე დგება,მის დასაცავად და ამ ბიჭის დაღუპვა,ისე მიივიწყეს,თითქოს ამ ქვეყნად არც ყოფილა.არ მიწევს ბაკურიანში სიარული.იქნებ ააშენეს და მე ვერ გავიგე?დალოცვილებო,რაღაცა მაინც თქვით,ან ცუდი,ან კარგი!დავიწყება ხომ ყველაზე საშინელი,რაც ადამიანს შეიძლება გაუკეთო.ნოდარ ქუმარიტაშვილის სული,ამას არ იმსახურებს.ამ სტატიის ავტორისგანაც ველი გამოხმაურებას.ღვთისავარ,თუ რამე იცით,იქნებ მიპასუხოთ!
სოსო
14:26 14-01-2022
0
რატომ არ აქვეყნებთ კომენტარებს!!!
კოკო
20:36 24-01-2022
0

სიახლეები პოპულარული