ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეები და დელეგაციის წევრები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

აღმასკომის სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი - დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე (პეკინი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი.

პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის
ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა:

(პეკინი, ჩინეთი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი)

ოლიმპიური სოფელი

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა
2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა
3. კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა
4. გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა
5. მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა
6. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა
7. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა
8. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა
9. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა
10. დენის სამოხინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
11. პაველ სლიუსარენკო - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
12. ევგენი რუკავიცინი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
13. სერგეი დუდაკოვი - მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა)
14. ივან ნარდი - მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)
15. ნიკოლა პაულონი - მწვრთნელი (სამთო თხილამურობა)
16. ლევან გურეშიძე - მწვრთნელი (ციგაობა)
17. მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი
18. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
19. გიორგი ესაკია - ადმინისტრაციული პერსონალი
20. ფირუზ თუნაძე - სამედიცინო პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი - ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი
2. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
3. მარიამ გიორგობიანი - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი
თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები
• თენგიზ პაჭკორია
• ხატია ჯიჯეიშვილი
რეზერვი
• ნიკა ეგაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა)
• ალინა ურუშაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა)
• დანილ პარკმანი /ანასტასია მეტოლკინა - სპორტული წყვილები (ფიგურული ციგურაობა)

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ოთხი პი-სი-არ ტესტი უნდა ჩაბარდეს

altქართველი სპორტსმენების განრიგი ზამთრის ოლიმპიადაზე

 

altქართველი მოთხილამურეების ოლიმპიური ლიცენზია

altმოციგავე ქუმარიტაშვილი ოლიმპიადაზე - საბას ლიცენზია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული