"სოლიდური თანხით დაეხმარა, რამე თუ კიდევ დასჭირდებათ, აქ ვარო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე საქციელზე წერს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაშა ტალახაძემ 10 წლის საბას სამკურნალოდ სოლიდური თანხა გადარიცხა.

ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბას. და მითხრა, რამე თუ კიდევ დასჭირდებათ, აქ ვარო.

ჩემპიონი ხარ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, 10 წლის საბას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადის. ტალახაძის ამ ბრწყინვალე საქციელის გაგებამდე ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერდა:

"ეს არის საბა, 10 წლის, რომელიც თურქეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით მოხვდა. თუ ოჯახმა ხვალ საავადმყოფოს 10 ათასი $
არ გადაუხადა, გარეთ უშვებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ვერ გადარჩება.

ნანუკას ფონდიდან ჩავურიცხავთ 5 ათას დოლარს, მაგრამ დარჩენილი თანხა უნდა შეგროვდეს და ვისაც რა შეგვიძლია. ძალიან გთხოვთ", - წერდა ჟორჟოლიანი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია ცოტათი მაინც შერცხვება ნანუკას იმის გამო რაებიც ილაპარაკა ტალახაძის შესახებ პოლიტიკური ინტერესების გამო
TOMMY
10:22 28-01-2022
12
ლაშა კარგი ადამიანია, მაგრამ შენს სკვინჩა დირექტორს გადაეცი: ადამიანების პატივისცემა ისწავლოს და თავი ყოვლისმცოდნე ნუ ჰგონია.
nina
13:39 28-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული