პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა ორი დაშვება შეასრულა და 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზეა.
მოციგავეები მესამე და მეოთხე დაშვებას 6 თებერვალს შეასრულებენ და შედეგებიც ამის შემდეგ გაირკვევა.
საბა ქუმარიტაშვილი 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.