პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა პირველი დაშვება შეასრულა.
პირველი დაშვების შემდეგ ქუმარიტაშვილი 34 მონაწილეს შორის 30-ე ადგილზეა. მეორე დაშვებას ქუმარიტაშვილი თბილისის დროით 18:00 საათზე განახორციელებს.
საბა ქუმარიტაშვილი 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.