ამბავი, რომელიც ყველას გულს უჩუყებს - საბა ქუმარიტაშვილმა ნოდარის მისია 12 წლის შემდეგ შეასრულა

AutoSharing Option
ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ზუსტად 14 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრაგიკულად დაიღუპა.

საბა ქუმარიტაშვილი ის ქართველი მოციგავეა, რომელმაც როგორც სპორტსმენებს, ისე რიგით ადამიანებს, გული აუჩუყა. სპორტსმენს სურდა, აესრულებინა ოცნება, რომელიც მისმა ბიძაშვილმა, ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წელს ვერ აისრულა.

12 წლის შემდეგ, 2022 წელს, დაღუპული ბიძაშვილის სახელისა და მისი ოცნების გასაგრძელებლად საბა ქუმარიტაშვილმა მონაწილეობა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო.

"ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, ძალასაც მმატებს. ყველა თაობაში ერთი მოციგავე მაინც გვყავდა და ახლა მეც მის
ნაბიჯებს მივყვები“, – განაცხადა საბამ ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე.

უცნაური დამთხვევაა, რომ საბა ზუსტად იმ ასაკში იყო (21 წლის), როდესაც მისი ბიძაშვილი ვანკუვერში გაემგზავრა. ქუმარიტაშვილი მედლისგან შორს აღმოჩნდა, მაგრამ სპორტსმენი მაინც კმაყოფილია, რადგან მან ერთგვარი მისია შეასრულა:

"აღფრთოვანებული ვარ. გულწრფელად გითხრათ, ცოტას ვნერვიულობდი. საკუთარი თავით ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს საბა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altპეკინი 2022. ქუმარიტაშვილმა ორი დაშვება შეასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბრავო ძმაო. სუპერსაქციელია. გილოცავ და წარმატებას გისურვებ!
bacho
07 თებერვალი 2022 17:50
0
ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად და მათი შეცდომის,ცოტათი მაინც კომპენსირებისათვის,საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა,მაშინ საქართველოში საციგაო ტრასის აშენების პირობა მოგვცა.საციგაო არ აშენებულა და ამაზე არც ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტს ამოუღია ხმა.ფაქტია,რომ რაღაცა მიჩუმათდა,მაგრამ არც ქართული მედია იღებს ამაზე ხმას.არადა დანაპირები რატომ არ შესრულდა,ამის ახსნას,ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნაც იმსახურებს და სპორტის ქართველი გულშემატკივარიც.ეს ტრასა რომ გვქონოდა,საბას შედეგებიც გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სხვა სპორტსმენებიც დაწინაურდებოდნენ,ამ დისციპლინაში და საერთაშორისო ტურნირების გამართვასაც შევძლებდით.
სოსო
12 თებერვალი 2024 15:27
0
აბსოლიტურად გეთანხმებით!!!
კოკო
14 თებერვალი 2024 18:21
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
რატი
07 თებერვალი 2022 17:09
1
ძალიან კარგია დებიუტანტი სპორცმენისთვის. 21 წელი პატარა ასაკია, იმედია ყოველდღე მოუმატებს და 8-12 წელში მედლებამდეც მივა.
დემე
07 თებერვალი 2022 17:36
3
საბას ყველაფერი წინ აქვს და იმედია შემდეგი ოლიმპიადისთვის მაგრად მოუმატებს.
123
08 თებერვალი 2022 11:05
0
რანდენჯერაც ნოდარი მომაგონდება იმდენჯერ ვტირივარ!არადა ტირილი არ ვიცი

იმ ატას ქვეყანში რაღა ეს ჩვენი ბიჭი მოკვდა! ეს სამარტალია?!
ეჰ
07 თებერვალი 2022 22:47
20
ნორმალური ხარ რას წერ?
არავინ არ უნდა მომკვდარიყო
რას წერ?
07 თებერვალი 2022 23:16
2
გგონია კარგი რამე დაწერე?
გიო
08 თებერვალი 2022 11:47
0
ადგილიც რომ ცოტა საპატიო ყოფილიყო კარგი იქნებოდა
დათო
07 თებერვალი 2022 17:28
22
სენ რაღა გიშლისხელს, რაც სეეზლო ის ქნა
hm
07 თებერვალი 2022 22:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული