ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ზუსტად 15 წლის წინ, 2010 წლის 12 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრაგიკულად დაიღუპა.

საბა ქუმარიტაშვილი ის ქართველი მოციგავეა, რომელმაც როგორც სპორტსმენებს, ისე რიგით ადამიანებს, გული აუჩუყა. სპორტსმენს სურდა, აესრულებინა ოცნება, რომელიც მისმა ბიძაშვილმა, ნოდარ ქუმარიტაშვილმა 2010 წელს ვერ აისრულა.

12 წლის შემდეგ, 2022 წელს, დაღუპული ბიძაშვილის სახელისა და მისი ოცნების გასაგრძელებლად საბა ქუმარიტაშვილმა მონაწილეობა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო.

"ნოდარზე ფიქრი მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, ძალასაც მმატებს. ყველა თაობაში ერთი მოციგავე მაინც გვყავდა და ახლა მეც მის ნაბიჯებს მივყვები“, – განაცხადა საბამ ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე.

უცნაური დამთხვევაა, რომ საბა ზუსტად იმ ასაკში იყო (21 წლის), როდესაც მისი ბიძაშვილი ვანკუვერში გაემგზავრა. ქუმარიტაშვილი მედლისგან შორს აღმოჩნდა, მაგრამ სპორტსმენი მაინც კმაყოფილია, რადგან მან ერთგვარი მისია შეასრულა:

"აღფრთოვანებული ვარ. გულწრფელად გითხრათ, ცოტას ვნერვიულობდი. საკუთარი თავით ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს საბა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

zura222
ნოდარი რომ დაიღუპა ლამის მთელ მსოფლიოში დაიწყო ლაპარაკი და მოძრაობა იმისთვის რომ საციგაო და ბობსლეოს ტრასებზე ყველგან მთელ დისტანციაზე გაკეთებულიყო დამცავი ღრუბლები (გუბკები) ან სპეციალური ლეიბები მაგრამ 15 წელი გავიდა და ისევ ისეა რკინის ჯართებისგან გაკეთებული ჯებირები სწორ მარტო მონაკვეთებზე კი არა სახიფათო ვირაჟებთანაც @ ასე რომ მარტო საქართველოში არ არიან კორუმპირებული და უსაქმური ჩინოვნიკები ! "მოწინავე" დასავლეთშიც ბლომად ყრიან @@
zura222
მე მახსოვს რომ ჯერ კიდევ 2014 წელს ერთმა დეპუტამა დააყენა საკითხი იმ ფულზე და მაშინ გაქანებული"კოჰაბიტაცია"იყო მოხვეული ჩვენი დასავლელი "მეგობრების"მხრიდან და ჩაჩუმდა ის საქმე @ ეხლა კომისიამ რომ დაიწყო მუშაობა იმედია გაარკვევენ ვინ ჩაცეცხლა ის ფული და ძმრად ამოადენენ ცხირში
სოსო
როგორ ფული გამოყვეს და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა,მის გამოყენებას ყურადღება აღარ მიაქცია?გიო გიო,თუ იცით,წინა თუ ამ მთავრობის ხელში გაქრა ეგ ფული?იმ უბედურებიდან თითქმის 3 წელი,ნაცები მართავდნენ ქვეყანას.ასე რომ იმათაც შეეძლოთ და ამათაც.
დათო
როცა თავად ჭამენ გამოყოფილ თანხებს მაგ დროს ხმასაც არავინ იღებს
გიო გიო
ნოდოს კარგად ვიცნობდი, ძალიან კარგი ბიჭი იყო, პატიოსანი და კარგი ოჯახის შვილი, საბა სამაგალითო ბიჭია, სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა სპორცმენს, შეკრებაზე უნდა ატაროს და დააფინანსოს, რაც შეეხება ტრასას ის თანხები რაც მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტმა გამოყო 2010 წელს, შეჭმულია..
კოკო
აბსოლიტურად გეთანხმებით!!!
სოსო
ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად და მათი შეცდომის,ცოტათი მაინც კომპენსირებისათვის,საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა,მაშინ საქართველოში საციგაო ტრასის აშენების პირობა მოგვცა.საციგაო არ აშენებულა და ამაზე არც ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტს ამოუღია ხმა.ფაქტია,რომ რაღაცა მიჩუმათდა,მაგრამ არც ქართული მედია იღებს ამაზე ხმას.არადა დანაპირები რატომ არ შესრულდა,ამის ახსნას,ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნაც იმსახურებს და სპორტის ქართველი გულშემატკივარიც.ეს ტრასა რომ გვქონოდა,საბას შედეგებიც გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სხვა სპორტსმენებიც დაწინაურდებოდნენ,ამ დისციპლინაში და საერთაშორისო ტურნირების გამართვასაც შევძლებდით.
გიო
გგონია კარგი რამე დაწერე?
123
საბას ყველაფერი წინ აქვს და იმედია შემდეგი ოლიმპიადისთვის მაგრად მოუმატებს.
რას წერ?
ნორმალური ხარ რას წერ? არავინ არ უნდა მომკვდარიყო
hm
სენ რაღა გიშლისხელს, რაც სეეზლო ის ქნა
ეჰ
რანდენჯერაც ნოდარი მომაგონდება იმდენჯერ ვტირივარ!არადა ტირილი არ ვიცი იმ ატას ქვეყანში რაღა ეს ჩვენი ბიჭი მოკვდა! ეს სამარტალია?!
bacho
ბრავო ძმაო. სუპერსაქციელია. გილოცავ და წარმატებას გისურვებ!
დემე
ძალიან კარგია დებიუტანტი სპორცმენისთვის. 21 წელი პატარა ასაკია, იმედია ყოველდღე მოუმატებს და 8-12 წელში მედლებამდეც მივა.
დათო
ადგილიც რომ ცოტა საპატიო ყოფილიყო კარგი იქნებოდა
რატი
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დინამო (ბთ). პლაცდარმი უკეთესი გაგრძელებისთვის
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
[VIDEO] აკი რონალდოს გოლის გატანა დაავიწყდაო - პორტუგალიამ უზბეკეთს უპრობლემოდ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 მეშახტე. როცა შეგიძლია, გართულება თავიდან აიცილო...
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
რაისმა თავისი საქმე გააკეთა - მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]
საბა ქუმარიტაშვილმა პეკინის საციგაო ტრასა დაათვალიერა
8 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან
"ნოდარმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე" - ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
"ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ ცოტა ხანში, ტრასა სიკვდილის გვირაბად იქცეოდა" - ქართველი ბიჭი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
ზამთრის ოლიმპიური თამაშები: შამონიდან სოჭამდე
პეკინი 2022. ქუმარიტაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი დაშვება შეასრულა [VIDEO]
ნოდარ ქუმარიტაშვილს 33 წელი შეუსრულდებოდა
პეკინი 2022. ქუმარიტაშვილმა ორი დაშვება შეასრულა [VIDEO]
მოციგავე ქუმარიტაშვილი ოლიმპიადაზე - საბას ლიცენზია