ოლიმპიურ დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
საქართველოს ოლიმპიური გუნდი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ფიგურულ ციგურაობაში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავა და
გარდა ამისა, მორის ყვითელაშვილმა საუკეთესო ათეულში შესვლით საჩვენებელი პროგრამით გამოსვლა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები პეკინის თამაშებზე კონკურენტუნარიანი და მოტივირებული გუნდით წარდგა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ იასპარეზა და ამ მხრივ, საქართველოს რეკორდსმენი გახდა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელმაც გიგანტურ სლალომში მისთვის საუკეთესო, 34-ე ადგილი დაიკავა, სლალომში კი 42-ე ადგილი ერგო.
ოლიმპიურ ტრასებზე დებიუტი ჰქონდა სოსო ჯაფარიძეს. ქართველმა მოთხილამურემ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია.
ასევე იმედის მომცემი იყო ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილის ასპარეზობა. 21 წლის მოციგავემ მისთვის სადებიუტო თამაშები 31-ე ადგილით დაასრულა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
შევხვდებით მილანში - ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა
ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს