ოლიმპიელები დაბრუნდნენ - შედეგების შეჯამება

AutoSharing Option
დღეს, 23 თებერვალს, ჩინეთში დასრულებული ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და კარინა საფინა.

ოლიმპიურ დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ფიგურულ ციგურაობაში კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მე-9 ადგილი დაიკავა და
საქართველოსთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ საქართველო სპორტულ წყვილებში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იყო წარმოდგენილი, დებიუტშივე ლიდერთა შორის ასპარეზობა კი უდავოდ შესანიშნავი შედეგია. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა. ქალთა ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ მე-11 ადგილით დაასრულა გამოსვლა. კაცთა ერთეულებში მე-10 შედეგი ჰქონდა მორის ყვითელაშვილს; გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მე-6 ადგილი დავიკავეთ.

გარდა ამისა, მორის ყვითელაშვილმა საუკეთესო ათეულში შესვლით საჩვენებელი პროგრამით გამოსვლა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები პეკინის თამაშებზე კონკურენტუნარიანი და მოტივირებული გუნდით წარდგა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედ იასპარეზა და ამ მხრივ, საქართველოს რეკორდსმენი გახდა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელმაც გიგანტურ სლალომში მისთვის საუკეთესო, 34-ე ადგილი დაიკავა, სლალომში კი 42-ე ადგილი ერგო.
ოლიმპიურ ტრასებზე დებიუტი ჰქონდა სოსო ჯაფარიძეს. ქართველმა მოთხილამურემ სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა, რაც უდავოდ კარგი მაჩვენებელია.

ასევე იმედის მომცემი იყო ციგაობაში საბა ქუმარიტაშვილის ასპარეზობა. 21 წლის მოციგავემ მისთვის სადებიუტო თამაშები 31-ე ადგილით დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altშევხვდებით მილანში - ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა

altქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს

altგუბანოვამ ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა

altყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია რომ კუბერტენის დევიზს "მთავარია მონაწილეობის მიღება" ვასრულებთ, მაგრამ დროა კბილების გამოჩენისა. ყვითელაშვილი ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას (სხვებიც) და თუ მეტი ტალანტი არ აქვს, დროს და ამდენ ფულს რატომ კარგავს? ვარჯიშობს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კლუბში "ხრუსტალნიში", თუ რამის თავი აქვს შედეგი უნდა დაედო.
ჟორა
13:30 23-02-2022
0
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, ჰოკეიში გუნდი როდის გვეყოლება?
გია პაპა
13:02 23-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული