წლის თემა: თქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!

AutoSharing Option
ფაქტობრივად, მთელმა 2022 წელმა რუსეთ-უკრაინის ომში გაიარა, დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით მშვიდობიანი მოსახლე... რა თქმა უნდა, ყველაფერმა ამან სპორტზეც დიდი დოზით იმოქმედა - რუსული ნაკრებები და კლუბები თითქმის ყველა სახეობაში "თამაშგარე" დარჩნენ. სწორედ ამას ეხებოდა სტატია, რომელიც Sportall.ge-ზე 2022 წლის მარტში გამოქვეყნდა და წლის ბოლოს მას კვლავ გთავაზობთ...

უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები კვლავ იხოცებიან. მსოფლიო გამოცოცხლდა და რუსეთის ფედერაციას თავს სანქციები დაატეხა. ჩვენ სპორტული მიმართულების ვართ და ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა სპორტში არსებული ვითარება უმნიშვნელო არასდროსაა, მით უმეტეს, რუსეთისთვის, რომელსაც ის
პოლიტიკის რანგში ჰყავს აყვანილი...

როგორც ეკონომიკაში, პუტინი ამ მასშტაბის დასჯას არც სპორტში ელოდა. რატომ? - გულწრფელები ვიყოთ, რუსეთის ფედერაციას ნიღაბი დღეს და გუშინ არ ჩამოუხსნია. მაშინ რატომ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, ეს უდიდესი ფორუმი ამ ქვეყანაში? მაინცდამაინც ცხელი კონფლიქტის კერას უნდა ეარსება? უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 2008-ის თუ 2014-ის მოვლენები საკმარისი არ გამოდგა? კარგია, როცა მომავალ მუნდიალზე ისინი არ იქნებიან, თუმცა აქამდეც ბევრი რამ "აჩუქეს". ალბათ, ამიტომაც არ ელოდა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, დასავლური სამყაროც კი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს. წარსულს რომ შევეშვათ,  მთავარია, რომ ეს მოხდა!

რუსეთში ოლიმპიადა ჩატარდა. წარმოიდგინეთ, ღონისძიებაზე, რომლის მთავარი გზავნილიც მშვიდობაა და რუსეთის ფედერაცია მისი მიმდინარეობისას ომს ეწეოდა. ეს ამბავი თითქოს არაფერი, ისე "გავატარეთ". წარმოიდგინეთ, რომ პუტინს ოქროს ორდენიც კი მიანიჭეს. დოპინგ-სკანდალის შემდეგ რუსები დაისაჯნენ, თუმცა რეალური სანქცია და დასჯა ისაა, რასაც ახლა ვხედავთ...

პუტინი და ძიუდო - ეს თემა მისთვის ცოტათი საკრალურია, რადგან რუსეთში ჩატარებულ უმნიშვნელო ტურნირებსაც კი ესწრება და საერთაშორისო ფედერაციიდან საპატიო სტატუსებიც არ დანანებიათ. ახლა ეს ორგანიზაციაც რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდა... "მსოფლიო რაგბი", საკალათბურთო ევროლიგა... ეს "დომინოს პრინციპია", სითამამე გადამდები გახდა, არავის სურს ისტორიული მოვლენების მიღმა დარჩეს...

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რუსული გავლენების ფაქტორები "გაზპრომის" მიერ დახარჯული  დიდი ფინანსები ან მის მიმართ ერთგვარი შიშის დამოკიდებულებაც კი ყოფილიყო. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მთავარია შედეგი, რაც ის იყო, რომ პუტინმა ისევ გაბედა, ამჯერად უკრაინაში...

რა თქმა უნდა, ამდენი სანქციით რუსეთი კუთხეში მიმწყვდეულია და ასეთ დროს იქნებ უფრო საშიშიცაა, თუმცა ყოველგვარი "მაგრამის" გარეშე, პროგრესული სამყარო ამ ნაბიჯზე უნდა წასულიყო!

ჩვენი პროფილიდან გამომდინარე, შორს ვერ "გავცურავთ" - თუმცა ისევ იმას დავუბრუნდეთ, რომ რუსეთი ამდენ სანქციას არ ელოდა. იქნებ კოვიდ-პანდემიის გამო პუტინი ცოტათი რეალობას მოწყდა ან უბრალოდ უკანასკნელი შანსის გამოყენებას ეცადა, რადგან მერე მისი განხორციელება მისთვის კიდევ უფრო რთული იქნებოდა.

გაგრძელება იქნება, მთავარია, მშვიდობა იყოს!

alt"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა

altპუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს

altსინათლე გვირაბის ბოლოს - FIFPro-მ რუსეთიდან ლეგიონერების გამოსახსნელად ფიფას მიმართა

altვერდიქტი გამოტანილია - ფიფამ და უეფამ რუსული გუნდები მოკვეთეს


მკითხველის კომენტარები / 13 /
რა თქმა უნდა სანქციებია მისასალმებელია, მაგრამ ნამდვილად საკმარისი არ არის, მსოფლიო მაინც ბოლომდე ვერ არის ისე ერთსულოვანი, ჩემი აზრით, არც ერთი ქვეყნის საელჩომ არ უნდა გასცეს ვიზები რუსებზე, სპორტსმენი იქნება ის თუ დამლაგებელი არ აქვს მნიშვნელობა. თითოეულმა რუსმა უნდა იწვნიოს ის რასაც პუტინი აკეთებს, რომ თვითონ თავისმა ხალხმა ჩამოაგდონ, თორენ რა გამოდის მშვენივრად ერთობიან ისევ დუბაიში თუ სხვა კურორტებზე
მამუკა
29 დეკემბერი 2022 18:49
1

სწორი და ადეკვატური პოზიცია-გაიხარეთ!
მაგრად ვიმედოვნებ-ცენზორს ვერ ჩაგიჯენენ, როგორც ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მედიის საშუალებებში გააკეთეს და -რუსული ინტერესებებისათვის- არა ადეკვატური ,,კომენტებით,, -ხალხის დეზორიენტიერებას 8იზანმიმართულად ცდილობენ (!),
არავის დაგავიწყდეთ-ქართული სპორტული სამყარო,ჯანსაღი საზოგადოება-ავანგარდში იყო-ერის ღირსების დაცვა,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს აღდგენა,დაცვა, განმტკიცებისათვის, რაგბის და ფეხბურთელის ფედერაციები-1-ლები გამოეყო საკავშირო- საბჭოთა რუსული იმპერიის ფედერაციებს,9 აპრილს სპორტსმებმა- რაგბისტებმა 1000-ბით ქართველი გადაარჩინა- პირადი თავგანწირვით,
ბევრი ქართველი სპორტსმენი იბრძოდა და დაიღუპა რუსულ-აზიური იმპერიის წინააღმდეგ აფხაზეთი,სამაჩაბლოში(!)
რაც რუსულმა სპეც-სტრუქტურებმა ძალიან კარგად იცის (ყველაფერს სწავლობენ,რომ...)-და ფულით მოსყიდვა,განეიტრალება- სახელმწიფოს განმტკიცება- წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისაგან... ინდიფერენტულ საზოგადოებად უნდოდა ექცია და სამწუხაროთ ნაწილობრივ აქციეს კიდეც,
შედეგად დღეს ; უსუსური, ღატაკი,დაკნინებული,უპერსპექტივო ,,სახელმწიფო,, გვაქვს, მით- კატასტროფული ემიგრაციული გარემო...
მაგრამ სპორტული სამყარო ისევ დაბრუნდება- წარმატებული სახელმწიფოს შექმნისათვის!

რაც შეეხება აქ- მკითხველს-აშშ ასეთი და ისეთია-ო... რუსული პროპაგანდა-ნარატივია მხოლოდ უწიგნურთა კიდევ უფრო გამოთაყვანება,გამოყენებისათვის..მეტი არადერი(!),რომ არა აშშ,მისი ,,მარშალის გეგმა,, - ,,ლენდლ ლიზ,,-ებით...სამყარო დღესაც შუა საუკუნეებში იქნებოდა;ომები, სოსხლისღვრები,უსამართლობა,სისასტიკე,შიმშილი...რა სპორტის ამ დონეზე განვითარება, რის...

1-აშშ-რატომ აწარმოებს ომებს-(?!)- სპორტულად აგიხსნით მავანთ-ფეხბურთში,ან რაგბში,ან კალათბურთში-ნებისმიერ სპორტის სახეობაში თუ მ ს ა ჯ ი არ ოქნა,ე.ი. წესრიგის დამცველი,თავისი დამსჯელი ფუნქციებით...რას მოვიღებთ(?!)

2-უძველესი ქართული ანდაზაა-,,მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი-ვინ ხარ შენ,, - აბა გადახედეთ აშშ-ს პარტნიორი-მეგობარი ერების სახელმწიფოებში-ა დ ა მ ი ა ნ თ ა ცხოვრების დონე-ხარისხ-ს(?!),და მერე რუსეთის და მისთანა ტოტალიტარული რეჟიმების მქონე-პარტნოორ ,,სახელმწიფოებში,, ა დ ა მ ი ა ნ თ ა ცხოვრების დონე ხაროსხი(?!),
3- ერთი- ვიმნე თუ განმარტავს- როგორ შეძლო აშშ-მ -მტერი იაპონია ...მეგობრად და სტრა-ლ.პარტნუორად გაეხადა- ეკო- კა- ცხივრების დონე ხარსხით მასზეც წარმატებული(?!)

4-მეტსაც გეტყვით-აშშ და მისი პარტნიორები- გაცილებით მკაცრი- დამსჯელი რომ იყოს- სამყარო გაცილებით მშვიდობიანი იქნებოდა,მით ორიენტირებული ურთიერთ პატივისცემა- ურთიერათ ღირსების დაცვა-ზე, ეკო-ების,სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება,ეკო-ლოგიური პრობლემების მოხსნისათვის...
მაგრამ- დასჯისათვის მკაცრ მეთოდებს არ მიმართავს (ისედაც ბევრს აბრალებენ) და...ჩვენც-კი ვართ იმ დღეში,სადაც ვართ და როგორც ვართ...რუსეთი-უკვე ფართო მასშტაბის ომზე-ც წავიდა უკრაინაში,და თუ ამჯერად მაინც მლაცრად- არ დასაჯეს- ყველა მიმართულებით,არ დ ა შ ა ლ ა არა ნაკლებ 4 სახელმწიფოდ... მომავალში უარესს მიიღებს -შუა საუკუნეებში ჩარჩენილი,მენტალურად დაავადებული -შოვინიზმით შეპყრობილი, მით აზროვნება- გონება დახშული ურუს-მონღოლური ხალხის რუსეთისა-გან(!)
კახაბერი
29 დეკემბერი 2022 15:38
2
)))ძალიან ნუ იწამებ აშშ ს* სამართლიანობას* , მაგათმა სამართალმა ქნა ის , რაცქნა და რა დღეშიც დღეს ვართ . 1990 წლების დასაწყისში , როცა მუხლებზე მფორთხავი იყო რუსეთი , უფროსმა ნაბიჭვარმა - ბუშმა , ზვიად გამსახურდიას უთხრა , თქვენ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო -იმ პერიოდში ძალიან ადვილი იყო რუსეთის გავლენის ნულამდე დაყვანა , რაც არ ქნა ამერიკამ და ბებერმა მეძავმა - ევროპამ . მათმა პოლიტიკამ და თავზე ხელის გადასმამ - გაბასიაკებულ დაჩაჩანაკებული - ბანკროტი რუსეთი , ისევ მონსტრად აქცია . იგივე განმეორდა 2008 წელს , 2014 უკრაინაში . მანამდე - რუსეთის იმპერიის დაშლის დროს - 1917 - 1921 წლების დიდი ინგლის , საფრანგეთ , გერმანიის ღალატს , მოჰყვა საქართველოს ხელახალი ანაექსია და დაღუპვა .
კახაბერი
03 იანვარი 2023 18:10
0
აბურჯა- შენი ბჟუტური-დემაგოგიით ყველა შეწუხებულია,ვითომ წაკითხული გაქვს ან ჰემინგუეი,ან ფოლკნერი,ან თუ წაიკითხე, რაიმე აზრი გამოიტანე ... გიყვარს და აფანატებ ტოტალიტარული, ავტორიტარულუ რეჟიმებით აზროვნება, გონებადახშულ რუსად წოდებულ უგრო-ფინების და თათარ მონღოლების ნაჯვარ ჯოგს, შენტალურად შუა საუკუნეებში ჩარჩენილებს და წ ა დ ი იქ და იცხოვრე მათთან, თუ იქ ცხოვრობ და მიტომ ბჟუტურობ გამოთაყვანებული სოლოვიოვ- სკაბეევა- მარგარიტას კივილ- წყვილს აყოლილი (?!)
კახაბერი
30 დეკემბერი 2022 12:01
0
ყველა გამოხმაურება
მადლობა სპორტალს ამ სტატიისათვის. ჩვენ ვიცით რა პროფილისაც ხართ მაგრამ ეს სტატია ძალიან მოსაწონია პირადად ჩემთვის. ეს ყველა პროფილის ადამიანებს ყველგან გვეხება დედამიწაზე. ასეთი საშინელება რომ აღარ გამეორდეს. პატივისცემით სპორტლისადმი თქვენი ერგული მკითხველისაგან. ❤️
G.LA
29 დეკემბერი 2022 11:59
2
ბოლომდე ერდოღანსაც არ დაუგმია ცნობილი ფაქტია თუ გინდათ გადაამოწმეთ რუს ოლიგარქებს სანქუა არ დაადო და თან რუსეთის ბაზარიც გაუხსნა რო დაჭირდა ერაყში დაარტყა ტერორისტებს მარა რუს ტერორისტებს ვერ ხედავს ბოლომდე არც ევროპაა მთლად სოლიდალური და რუს ჩოგბურთელებს მოთხოვო საჯაროდ დაგმობა მოდი ჯერ მთელმა ევროპამ დაფმოსდა არა ნახევრად და სხვისგან მერე მოითხოვონ ლუკაშენკო აქამდეც ცუდი იყო და პუტინიც 2008 და 2014 წლების დანააული წინა წლების უიმვლდონზე რატო არ გახდა დასაგმობი?
ნოდო
22 აპრილი 2022 19:14
23
ამერიკელი სპორცმენებიც მიყოლეთ! არა ნაკლები დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ომის სახით იანკებს, სხავასახვა ქავეყნებში: ერაყი, ავღანეთი, სირია, იაპონია, კუბა, ვიეტნამი! ეხლა იტყვით ეგ უკვე მოძველდაო, არა ბატონო არ მოძველდა, ეხლა იმ ადამიანებსაც ვკითხოთ მოძველდა? ვისაც ოჯახის წევრები სადისტურად ჩაუხოცეს?
ორმაგი სტანდარტების, თამაშობები!
22 აპრილი 2022 17:05
58
ეს პროპაგანდა, რომ რუსეთის დასჯა მორალურად გაუმართლებელია, რადგან სხვა ქვეყნებიც ადრე სხვებს ჩაგრავენ, მოძველებული კი არა, სისულელეც აღარაა. თუ მივყვებით მაკედონელის პერიოდიდან სხვადასხვა ქვეყნების ცოდვებს, მაშინ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ კაბუ ვერდე, ნაურუ და ვანუატუ უნდა ვათამაშოთ. ცოდვები ყველა ქვეყანას აქვს, უბრალოდ საუბარია, რომ ამ ცივილიზებულ სამყაროში მხოლოდ მარგინალი რუსეთი დარჩა რომელსაც არავის მოწოდების არ ესმის და რქებით აპირებს იმპერიალისტური ინტერესების გატანას. ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც კი ითვალისწინებენ საერთაშორისო ზეწოლას და მათ მეზობლებს ვერ ესხმიან ღიად თავს.
ამერიკას იაპონიამ ატომური ბომბები აპატია და თქვენ რა ვერ მოინელეთ ამერიკელთა ცოდვები. მსოფლიო თანხმდება, რომ წარსული ცოდვები ერთმანეთს მივუტევოთ და აწმყოში ვერიდოთ ომებს!
პ.ს. ჯერერთი იანკები ამერიკის მიწაზე ჩაგრული და გადაშენებული ერია, ამერიკელებთან საერთო არაფერი აქვთ, მეორეც სანამ ევროპას დაძრახავთ მათი წარსული კოლონიალისტური პოლიტიკის გამო, კარგად მიმოიხედეთ, თქვენივე ოჯახის წევრები თქვენივე სარჩენად ხომ არ გიგზავნიან ამ ევროპა ამერიკებიდან ფულს, შიმშილით რო არ გაწყდეთ!
თორნიკე
29 დეკემბერი 2022 14:19
3
ხელისმოწერას შეხედე დათო!ორმაგი სტანდარტებიო,სახელის ნაცვლად უწერია.ამაში ნამდვილად არ ტყუის,თორემ საქართველოში კაცი არ მეგულება,რუსეთის დანაშაულს ვერ ხვდებოდეს.
სოსო
29 დეკემბერი 2022 14:08
3
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ ჰოკეის და ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციებს, ნამდვილად არ მეგონა მაქდანაც თუ გამოაბუნძულებდნენ რუსებს. ვნახოთ ჩოგბურთის ფედერაცია რას იზამს?? სხვა ჩოგბურთელები არ ვიცი, მაგრამ კაფელნიკოვი რომ ანტი-პუტანისტია, ეგ საქვეყნოდ ცნობილია
გუგა
01 მარტი 2022 16:36
4
აი ეს ქოლგა იყო სიგნალი
ნერაძური
01 მარტი 2022 12:33
4

სიახლეები პოპულარული