თინა კანდელაკი: სოლიდარობა რუს სპორტსმენებს, ოდესმე ყველაფერი დასრულდება და...

AutoSharing Option
რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს:

"ამ რთულ პერიოდში მინდა, რომ რუს სპორტსმენებს სოლიდარობა გამოვუცხადო. "სპორტი პოლიტიკიდან გასულია" - ამ სლოგანს საერთაშორისო ოლიმიურმა კომიტეტმა უღალატა.

უკვე 6 წელია რაც სპორტულ არხს ვხელმძღვანელობ, ამიტომ ამ ყველაფერს მშვიდად ვერ ვუყურებ...

ოდესმე ყველაფერი დაწყნარდება და სპორტი ისევ დაიწყებს გაერთიანებას. გარე სამყაროსთან ინტეგრირებას სწორედ სპორტსმენები დაიწყებენ.

მჯერა, რომ ისინი უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე უბრალოდ სპორტმენები", - წერს კანდელაკი.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ჩემო თინიკო, შენსავე მსგავსი "ქართველების" დარად რუსული ხომალდის მიმართულებით იმოძრავე!!!
პაატა
16:37 06-03-2022
4
უკრაინაში უდანაშაულო ხალხს ხოცავენ და ეს იმაზე წუხს, სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე რატო არ ათამაშებენო. შუაშია სპორტი და პოლიტიკა თინა, შუაშიიიიიიიი. როცა ცივილური სამყაროს ნაწილი არ გინდა იყო და ცხოველივით იქცევი, უნდა ელოდე რომ შენი ადგილი ადამიანების გვერდით აღარ იქნება.
პელე
15:52 06-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული