საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენდრიუ პერსონსმა 2022 წლის პეკინის ზამთრის თამაშებიდან რუსეთისა და ბელორუსიის მოკვეთაზე ისაუბრა.
"ამ სიტუაციით ბედნიერი ვერავინ იქნება, რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც რაღაც მიზეზის გამო სპორტსმენს უფლებას არ აძლევ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღოს.
გადაწყვეტილების შეცვლა მოგვიწია (თავდაპირველად ნეიტრალური სტატუსით დაუშვებდნენ), ჩვენს ორგანიზაციას არ მოსწონს, როდესაც სპორტსა და პოლიტიკას აერთიანებენ, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს" - განაცხადა პერსონსმა.