რუსებს რასისტულად ვექცევით - გერმანელი ევროპარლამენტარი

AutoSharing Option
ევროპარლამენტის წევრმა პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის" კრისტინ ანდერსონმა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გადაწყვეტილებები რუს სპორტსმენებზე სანქციების დაწესების შესახებ რასიზმის გამოვლინებად შეაფასა. 

"ვთვლი, რომ ადამიანების უფლებებს მათი სქესი, წარმომავლობა, რასა, ენა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებები არ უნდა განსაზღვრავდეს. ეს მოთხოვნები უამრავ კანონშია მითითებული, ახლა კი ისინი ირღვევა. 

ის სანქციები, რომლებიც რუს სპორტსმენებსა და რუსული კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო დაუწესეს, რასიზმის ნამდვილი გამოვლინებაა", - თქვა ერთ-ერთ ყველაზე რასისტ გერმანელ ევროპარლამენტარად შერაცხულმა კრისტინმა. 

ანდერსონის პოლიტიკური გაერთიანება გერმანიის ყველაზე მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიაა. პოპულისტი
პოლიტიკოსები ევროკავშირის არსებობას ეწინააღმდეგებიან და გერმანიაში ადამიანთა იმიგრაციის წინააღმდეგნი არიან. პარტიას არაერთხელ გამოუხატავს სიმპათიები პუტინის მიმართ. 

altუკრაინელებმა რუსი ჩემპიონის ძმა მოკლეს

altპუტინისტი სპორტსმენი უკრაინელ ჩემპიონებზე: ტყეები სავსეა თქვენიანების ცხედრებით


მკითხველის კომენტარები / 21 /
კიდევ ვინა ხართ ვისაც პუტლერისგან ფული გაქვთ აღებული, ბარემ ყველა ერთად გამოდით და გვეცოდინება.
7
ფრაუ გაზპრომი
ILIA
18:42 13-03-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული