მიეცით მშვიდობას შანსი! ჩვენი იმედი დაიმსხვრა... - ოლიმპიური კომიტეტის მიმართვა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, უკრაინაში რუსეთის აგრესიული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, ოლიმპიური ოჯახის წევრებს და მსოფლიოს ლიდერების მშვიდობის ერთგვარი მოწოდებით მიმართავს და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვას იხსენებს, რაც შემდეგნაირად ჟღერს: "მიეცით მსოფლიოს მშვიდობის შანსი".

"ჩემს დასკვნით სიტყვაში იმედი გამოვთქვი, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის შთაგონების წყარო გახდებოდა ათლეტების მიერ წარმოჩენილი "სოლიდარობის და მშვიდობის მაგალითი". სულ რაღაც ოთხ დღეში ყველა ჩვენი იმედი დაიმსხვრა. საშინელმა კადრებმა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ცნობამ სამყარო შეძრა. მილიონობით უკრაინელი, ძირითადად, ქალები და
ბავშვები, იძულებული გახდა სამხედრო მოქმედებებს გაქცეოდა და სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი. მსოფლიო საზოგადოებამ შესაშური რეაგირება მოახდინა იმაზე, რასაც ბევრი მსოფლიო ისტორიისთვის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევს."

როგორც თომას ბახი აღნიშნავს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესია. რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ რეზოლუციას მხოლოდ სამმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. ამავდროულად, მილიონობით ადამიანის სოლიდარობის აქტის და მსოფლიოს მთავრობების მიერ დაწესებული სანქციების მოწმენი გავხდით.

ოლიმპიურმა მოძრაობამ ასევე დაუყოვნებლივ მტკიცედ დაგმო რუსეთის მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ზავის დარღვევა, მოუწოდა რუსეთსა და ბელარუსში დაგეგმილი ყველა სპორტული ღონისძიების გადატანა. ჩვენი ამგვარი ქმედებით ვაჩვენებთ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენს სოლიდარობას.

IOC-ის პრეზიდენტის თქმით, "ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების და ორგანიზაციების გამოაშკარავებას, რომლებიც ამ ომზე და ოლიმპიური ზავის დარღვევაში არიან პასუხისმგებელნი. ამიტომაც, სპორტული შეჯიბრებები ან ღონისძიებები არ უნდა ჩატარდეს რუსეთის ფედერაციაში ან ბელარუსის რესპუბლიკაში. ჩვენ არ წამოვეგებით იმ იაფფასიან არგუმენტზე, რომ თითქოს ეს იქნებოდა სპორტის პოლიტიზება, რაც ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს."

თომას ბახი იმედოვნებს, რომ ეს გლობალური პრობლემები რაც შეიძლება მალე გადაილახება და აღდგება მშვიდობა.
"სოლიდარობის ნიშნად, გთხოვთ შემომიერთდეთ მოწოდებაში, მუდარაში მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების მიმართ: "მიეცით მშვიდობას შანსი!" - ასე ამთავრებს თავის მიმართვას IOC-ის პრეზიდენტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

alt"ყველაფერს საზღვარი აქვს..." - პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რუსეთისა და ბელორუსიის მოკვეთაზე ისაუბრა

altარ დაუშვათ რუსები და ბელარუსები - ოლიმპიური კომიტეტი

altთქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული