უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერად "ლუჟნიკებში" 200 ათასი ადამიანი მივიდა

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე - "ნაციზმის გარეშე მშვიდობისათვის! პრეზიდენტისათვის", რომელიც ყირიმის დაბრუნების მე-8 წლისთავს მიეძღვნა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის, 200 ათასი ადამიანი მივიდა.

ამდენი ადამიანი 2018 წელს ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზეც კი არ ყოფილა - 100 ათასი არენაზე და 100 ათასი მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სტადიონზე სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციამ ხალხი გენოციდისგან უნდა იხსნას, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დონბასელები არ შეურიგდნენ და რუსეთში ასეთი ერთობა დიდი
ხანია არ ჰქონიათ.

გასაკვირია, რომ პუტინის გამოსვლა ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
აჰა, რო იძახდით რუს ხალხს ომი არ უნდა და პუტინის ომიაო. 200 000 აქ მივიდა, 200 000 უკრაინაში იბრძვის, 500 000 რუსეტს იცავს, ერთი-ორი მილიონი ჯარში გამოძახებას ელოდება და ამდენივე პოლიციაში მუშაობს და არბევს ომის საპროტესტო 100 და 200 კაციან მიტინგებს. რამოდენიმე მილიონი კი გმაოიქცა რუსეთიდან და ჩვენ სიმწრით შენარჩუნებულ ვაი დემოკრატიას შეირგებს გემრიელად (კი ყრიან ქართველებს უკვე ნაქირავები ბინებიდან რუსების შესასახლებლად, 1 ლტოლვილის სტატუსი აიღონ და მერე როგორ გამოყრიან მაგატ ბინებიდან მაგასაც ვნახავ). ხოდა მარტო პუტინს რას ვაგინებტ ვერ გავიგე, საგინებელია რუსი ხალხი და ალალია გინება. თუ ძაან გეწვით, რუსეთუმეებსაც მიგაყოლებთ ზევიდან :))))))))
რუსეთუმეებს
20:41 18-03-2022
11
ხელისუფლება, რომ მიტინგებს იწყებს წასულია მისი საქმე.
ეეე
19:48 18-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული