"რუსეთი არასდროს დადგება მუხლებზე! 1995 წლიდან ჩემი სამშობლო რუსეთია" - თინა კანდელაკის ემოციური გამოსვლა

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე - "ნაციზმის გარეშე მშვიდობისათვის! პრეზიდენტისათვის", რომელიც ყირიმის დაბრუნების მე-8 წლისთავს მიეძღვნა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის, 200 ათასი ადამიანი მივიდა.

კონცერტზე სიტყვით წარმოშობით ქართველი და ამჟამინდელი რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი თინა კანდელაკი გამოვიდა. 

როგორც იცით, ის სპორტული არხის "მატჩ ტვ"-ის გენერალური პროდიუსერი იყო, ამჟამად კი გაზპრომ-მედიას" გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეარხ ТНТ-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

კანდელაკმა რამდენიმე დღის წინ რუს სპორტსმენებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ამ ქვეყნისთვის მხარდამჭერი სიტყვები მან არც
ამჯერად დაიშურა. 

კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაიბადა, თუმცა 1995 წლიდან რუსეთი ამოირჩია და აქედან მოყოლებული მისი სამშობლოც ეს ქვეყანაა:

"მოგესალმებით ჩვენო დიდი ქვეყნის მოსახლეობავ. მე თინა კანდელაკი ვარ, დავიბადე საქართველოში. 1995 წლიდან ამოვირჩიე რუსეთი და ამ წლიდან ჩემი სამშობლო რუსეთია, ჩემი სამშობლო საქართველოც არის. ჩვენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ვცხოვრობთ რუსეთში, გვაერთიანებდა ის, რომ რუსეთმა მიგვიღო, ვუყვარვართ და მოგვცა შესაძლებლობა მივაღწიოთ მიზანს და არასდროს გვიკრძალავდა და არ დევნიდა ჩვენს კულტურას. ჩვენ რუსები ვართ, ჩვენ ვატარებთ ამ სახელს ღირსეულად, მიუხედავად იმ სირთულეებისა რაც ახლა ხდება. შეეცადნენ, რომ წაერთვათ ჩვენთვის დროშა და ჰიმნი. ჩვენი სპორტსმენები გამოაგდეს პარალიმპიადიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რუსულად ვსაუბრობთ. ჩვენ გამოვიგონეთ ციმბირის წყლულის წამალი, აღმოვაჩინეთ ანტარქტიკა. ჩვენი თეატრი, კულტურა და სპორტი არის მსოფლიოში საუკეთესო დღესაც. ჩვენ ვერ წაგვშლით, როგორც სოციალური ქსელის ექაუნთი, ჩვენ ვართ ერი, რომლის გატეხა შეუძლებელია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეეცდებიან მუხლებზე დაგვაყენონ, მათ არაფერი გამოუვათ, რუსეთი არ დადგება მუხლებზე არასოდეს!“ - აცხადებს თინა კანდელაკი.

მკითხველის კომენტარები / 39 /
რუსეთი და პირადად შენ მუხლებზე უეჭველი დადგებით!!! ალბათ შენ ათასჯერ მაინც მდგარხარ და ათასმეერთჯერაც სიამოვნებით დადგები :))))))))!!!! ამ არსებას უნდა ჩამოვართვათ საქართველოს პასპორტი!! სომეხია თუ სკვითი არ ვიცი მარა ჩვენი ქვეყნის სახელი მასთან ოდნავაც არ უნდა იყოს კავშირში!!! ამაზრზენი ბილწი არსება!!!!
Lebron
21:29 18-03-2022
14
ეგ გმირი ერები არ იჩოქებიან მუხლებზე გურამ გაბისკირიას და გიორგი ანწუხელიძის სამშობლო არ დამდგარა არ დადგება არასდროს მუხლებზე!!! თქვენი აXვარი არაკაცი DD-შVცი
Afxazeti
04:57 19-03-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული